ლუის ვან გაალს ვან ჰიტლერი უწოდეს!

AutoSharing Option
ბუქარესტში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების (4:1) ფონზე რუმინულმა პრესამ ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა. გაზეთმა "პრო სპორტმა" ვან გაალს "ვან ჰიტლერი" უწოდა.

გარდა ამისა, რუმინელების თქმით, თურმე ვან გაალს მთელი ჰოლანდია "ვან ჰიტლერს" უწოდებს, რადგან ეს უკანასკნელი დიქტატორივით იქცევა და ის არავის უყვარს.

ლუისზე სტატია ერთგვერდიანი იყო, რის გამოც ხსენებულ გაზეთს შეიძლება პრობლემები შეექმნას - ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული