რუსეთის ნაკრების 66 წლის იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ორი კვირით ადრე იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, ვისაც ის მოსამზადებელ შეკრებაზე ელის. წინასწარ ცვლილებების გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ფეხბურთელების ტრავმები გახდეს.
"მაესტრომ" არ მიიწვია ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "არსენალის" 33 წლის ვეტერანი ანდრეი არშავინი და მადრიდის "რეალი B-ს" 22 წლის თავდამსხმელი დენის ჩერიშევი. შეკრება 2 თებერვლიდან მარბელიაშივე დაიწყება.
მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვლადიმირ გაბულოვი (ანჟი), ანტონ შუნინი (დინამო)
მცველები: ალექსანდრ ანიუკოვი (ზენიტი), ალექსეი ბერეზუცკი, ვასილი ბერეზუცკი, სერგეი იგნაშევიჩი, კირილ ნაბაბკინი (ყველა ცსკა), ვლადიმირ გრანატი (დინამო), ანდრეი ეშჩენკო, იური ჟირკოვი (ორივე ანჟი)
ნახევარმცველები: ვლადიმირ ბისტროვი, იგორ დენისოვი, ვიქტორ ფაიზულინი, რომან შიროკოვი (ყველა ზენიტი), ალან ძაგოევი (ცსკა), დენის გლუშაკოვი, ალექსანდრ სამედოვი (ორივე ლოკომოტივი), ოლეგ ივანოვი, იგორ ლებედენკო (ტერეკი), დმიტრი კომბაროვი (სპარტაკი), ალექსანდრ რიაზანცევი (რუბინი)
თავდამსხმელები: მაქსიმ გრიგორიევი (ლოკომოტივი), ალექსანდრ კერჟაკოვი (ზენიტი), ალექსანდრ კოკორინი (დინამო), ფიოდორ სმოლოვი (ანჟი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფაბიო კაპელოს გაფართოებული სია