23-კაციან სიაში მოხვდნენ სვენ ბენდერი და ბასტიან შვაინშტაიგერი. ორივემ ტრავმის გამო გამოტოვა საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი.
ლიოვს საკადრო პრობლემები ახლაც აწუხებს - დაცვაში ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი) და მატს ჰუმელსი (დორტმუნდი) აკლია, ხოლო შეტევაში - მიროსლავ კლოზე (ლაციო).
ლიოვი ჯიუტად არ იძახებს "ლევერკუზენის" ფორვარდ შტეფან კისლინგს, რომელიც 16 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მეორეა პოლონელი რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ.
გერმანიის ნაკრები 22 მარტს ყაზახეთს ეწვევა, 4 დღის შემდეგ კი
"ყაზახეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერია და დაცვაში კარგად თამაშობს. მე მაინც 6 ქულას ვგეგმავ ამ მატჩებში", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლიოვმა.
გერმანიის ნაკრები
მეკარეები: რენე ადლერი (ჰამბურგი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი).
მცველები: ფილიპ ლამი, ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მარსელ შმელცერი (დორტმუნდი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), ჰეიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).
ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), სვენ ბენდერი, მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდი), იულიან დრაქსლერი (შალკე), ბასტიან შვაინშტაიგერი, ტონი კროოსი (ბაიერნი), სამი ხედირა, მესუთ იოზილი (რეალი).
თავდამსხმელები: ლუკას პოდოლსკი (არსენალი), მარიო გომესი, თომას მიულერი (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი).
ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები: იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდი დარაზმა