შეხვედრა შეგვიძლია ორად გავყოთ: 26-ე წუთამდე და 26-ე წუთის შემდეგ. მატჩის პირველ 25 წუთში ორივე გუნდი უტევდა და უამრავი საგოლე მომენტიც ვნახეთ. მათგან უმეტესობა კოლუმბიის კართან შეიქმნა, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა დავიდ ოსპინა, ხოლო გონსალო იგუაინი
უკვე ნახსენებ 26-ე წუთზე წაქცეულმა იგუაინმა კრისტიან საპატას ფეხი მიარტყა. ვალში არც კოლუმბიელი დარჩა, თუმცა სიტუაცია აქვე ჩაწყნარდა და კონფლიქტს გაგრძელება არ ჰქონია, მაგრამ აქ თავი გამოიდო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ვენესუელელმა მარლონ ესკალანტემ, ვინც ფეხბურთელებს წითელი ბარათები აუფრიალა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშიც გააფუჭა.
ამის შემდეგ სანახაობრივმა მხარემ მკვეთრად მოიკლო, ესკალანტე კი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
მეორე ტაიმში სერხიო აგუერომ ორი გოლი გაიტანა. ორივე თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, მაგრამ თუ პირველ ეპიზოდში თანამსაჯი მართალი იყო, მეორე გოლისას შეცდომა იმდენად აშკარა იყო, რომ გაუგებარიც კია, სად დაინახა ლაინსმენმა ოფსაიდი - გადაცემის მომენტში აგუერო მარიო იეპესზე ორი მეტრით უკან იმყოფებოდა.
ერთადერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ, არის ის, რომ არბიტრმა თამაშგარე ლიონელ მესიზე დააფიქსირა, რომელიც არც ბურთს შეხებია და რაც მთავარია, თამაშგარეშიც არ იყო.
მოკლედ, ვენესუელელმა ბრიგადამ მატჩი გააფუჭა და უამრავი შეცდომა დაუშვა. გაუგებარია, ასეთი მაღალი დონის თამაშში რატომ დაინიშნა მთავარ არბიტრად ადამიანი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ვენესუელის ჩემპიონატის და 20-წლამდელთა კოპა ამერიკის გარდა, არსად უმსაჯია.
პარაგვაი და ბოლივია უშანსოდ არიან
პარაგვაის ნაკრებმა მორიგი მატჩი წააგო და მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა. ჩილემ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა. შესანიშნავი ბურთი გაიტანა ედუარდო ვარგასმა, ვინც 41-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა არტურო ვიდალმა გაზარდა. ერთადერთი, რაც მასპინძლებმა შეძლეს, როკე სანტა კრუსის გოლი იყო, მაგრამ პარაგვაის ანგარიშის გასათანაბრებლად არც დრო ეყო და არც კლასი.
ასევე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო პერუმ და საგზურისთვის ბრძოლას დაუბრუნდა. ეკვადორის ნაკრების კარში ერთადერთი გოლი კლაუდიო პისარომ გაიტანა, ვინც ნაკრებში თავი ბოლოს წელიწადნახევრის წინ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ბოლო 13 დაპირისპირებიდან პერუმ მხოლოდ მეორე მოიგო და გარდა ამისა, მეტოქესთან 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (1 ფრე და 4 წაგება).
ეკვადორს შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 6 მატჩი არ ჰქონდა წაგებული და ამ მარცხის გამო სიტუაცია გაირთულა; თანაც, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომდევნო ტურში რეინალდო რუედას შეგირდები არგენტინას ხვდებიან.
პარაგვაის მსგავსად, თითქმის უშანსოდ არის ბოლივიაც, რომელმაც სახლში ვენესუელას ვერ მოუგო. სტუმრები ხუან არანგოს გოლის წყალობით იგებდნენ, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯასმანი კამპოსმა წონასწორობა აღადგინა.
საინტერესოა, რომ მასპინძელთა ნაკრებს დაუბრუნდა მარსელო მორენო, ვინც რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ურუგვაი
სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ამ ტურში არ უთამაშია. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდი უკვე მეშვიდე ადგილზეა და მას მუნდიალს მიღმა დარჩენის სერიოზული საფრთხე ემუქრება. ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას გუნდის დარჩენილი მატჩების კალენდარი და ის ფაქტი გვაძლევს, რომ "სელესტას" შესარჩევ ეტაპზე უკვე 6 მატჩია, არ მოუგია.
ურუგვაის დარჩენილი მატჩები: ვენესუელა (სტუმრად), პერუ (სტუმრად), კოლუმბია (შინ), ეკვადორი (სტუმრად), არგენტინა (შინ).
შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. XIII ტური
ბოლივია-ვენესუელა 1:1
გოლები: 0:1 არანგო (58), 1:1 კამპოსი (86)
ბოლივია (3-4-1-2): ს. გალარსა - სენტენო, რალდესი (74. კამპოსი), ეგინო - ხ. არსე, ჩავესი (46. მოხიკა), ვეისაგა, რ. კარდოსი - ჩუმასერო - საუსედო, მ. მორენო (64. ფიერო)
ვენესუელა (4-4-2): ვეგა - რ. როსალესი, პეროსო, სიჩერი, სეიხასი - ს. გონსალესი (71. ა. გონსალესი), ფლორესი, რინკონი, არანგო (81. ფელტშერი) - ხ. მარტინესი, რ. ბლანკო (65. ე. ერნანდესი)
არგენტინა-კოლუმბია 0:0
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - საბალეტა, ფ. ფერნანდესი, გარაი, როხო - მასკერანო, ბილია - აგუერო (81. ლავეცი), მონტილიო (58. მესი), დი მარია - იგუაინი
კოლუმბია (4-3-1-2): ოსპინა - სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო - კ. სანჩესი, ა. აგილარი (60. ა. მეხია), ა. რამირესი - ჯ. როდრიგესი (34. კვადრადო) - ჯ. მარტინესი (46. ლ. პერეა), ფალკაო
გაძევება: საპატა (26. კოლუმბია), იგუაინი (26. არგენტინა)
პარაგვაი-ჩილე 1:2
გოლები: 0:1 ე. ვარგასი (41), 0:2 ვიდალი (56), 1:2 სანტა კრუსი (88)
პარაგვაი (4-3-2-1): ვილიარი - მ. კასერესი, პ. და სილვა, კანდია, სამუდიო - ფ. ოვიედო, რივეროსი (58. რ. ორტისი), ხ. დოს სანტოსი (80. ლ. კაბალიერო) - ე. ბენიტესი, დანტე ლოპესი (59. სანტა კრუსი) - ო. კარდოსო
ჩილე (3-4-3): ბრავო - მედელი, მ. გონსალესი, ხ. როხასი - ისლა, ვიდალი, მ. დიასი, ე. მენა - ა. სანჩესი (90. ს. პინტო), ე. ვარგასი (85. ფ. გუტიერესი), ე. პარედესი (59. მატი ფერნანდესი)
პერუ-ეკვადორი 1:0
გოლი: 1:0 პისარო (11)
პერუ (4-4-2): რაულ ფერნანდესი - ხ. ერერა, სამბრანო, ა. როდრიგესი, იოტუნი - ფარფანი (89. ადვინკულა), რეტამოსო, ლ. რამირესი, ხ. ვარგასი (81. ამპუერო) - პისარო (90. კ. რამოსი), გერერო
ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - რეასკო (75. რ. იბარა), გაგა, ერასო, ვ. აიოვი - ა. ვალენსია, ს. კასტილიო, ნობოა, ჯეფერსონ მონტერო - კ. ბენიტესი (87. მ. დე ხესუსი), ხ. როხასი (64. ფ. კაისედო)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 12 7 4 1 24-8 25
2. კოლუმბია 11 6 2 3 19-7 20
3. ეკვადორი 11 6 2 3 16-11 20
4. ჩილე 12 6 0 6 18-20 18
5. ვენესუელა 12 4 4 4 10-13 16
6. პერუ 11 4 2 5 12-15 14
7. ურუგვაი 11 3 4 4 17-21 13
8. ბოლივია 12 2 4 6 14-21 10
9. პარაგვაი 12 2 2 8 9-23 8
ბომბარდირები: 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 6 - ფალკაო (კოლუმბია); 5 - ფ. კაისედო (ეკვადორი)
მომდევნო ტური
12 ივნისი:
კოლუმბია-პერუ, ეკვადორი-არგენტინა, ვენესუელა-ურუგვაი, ჩილე-ბოლივია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: არ ვიცი, ეკვადორთან ვითამაშებ თუ არა