ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: აფეთქებული დანიური დინამიტი

AutoSharing Option
ჩვენი ჯგუფის გარდა, ევროპაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დანიაში სტუმრად სომხეთის ნაკრები ჩავიდა, შვედეთს კი ფარერები ეწვია. საბოლოოდ, დანიამ და მისმა ავტონომიურმა რეგიონმა ჯამში 0:6 წააგეს და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ექვსი გოლიდან უმეტესობა დანიის ნაკრების კარში გავიდა...

სომხებმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და უკვე პირველივე წუთზე დაწინაურდნენ - თავი იურა მოვსისიანმა გამოიჩინა. სანამ მასპინძლები გონს მოეგებოდნენ, სომხები უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ: მე-19 წუთზე სტეფან ანდერსენის კარი არაზ ოზბილიზმა აიღო. საერთოდ, "აიაქსის" ყოფილმა და "ყუბანის" ამჟამინდელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი
მატჩი ჩაატარა და გარდა ამ გოლისა, თავი ორი საგოლე პასითაც გამოიჩინა. ორივე შემთხვევაში, მისი გადაცემით მოვსისიანმა ისარგებლა, ვინც 59-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი კი ჰენრიკ მხითარიანმა დააფიქსირა - 0:4.

ამ გამარჯვების წყალობით, ვარდან მინასიანის შეგირდებმა, მალტის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია შეძლეს და მუნდიალზე მოხვედრის მცირე შანსიც დაიტოვეს, თუმცა ეს შანსი მიზერულია, რადგან სომხეთის ნაკრებს ჩეხეთთან, იმავე დანიასთან, ბულგარეთთან და იტალიასთან უწევს თამაში.

დანიაზე კარგად ითამაშა ფარერებმა, რომელმაც ძლიერ შვედეთს მხოლოდ ორი გოლი გაატანინა, თანაც აქედან ერთი ბურთი მასპინძლებმა საკმაოდ საეჭვო პენალტით შეაგდეს. დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ვისაც ნაკრებში უკვე 41 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე მყოფ გუნარ ნორდალს მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩება. პირველზე, 49 გოლით, სვენ რიდელია.

B ჯგუფი

დანია-სომხეთი 0:4
გოლები: 0:1 მოვსისიანი (1), 0:2 ოზბილიზი (19), 0:3 მოვსისიანი (59), 0:4 მხითარიანი (82)
დანია (4-2-1-3): ს. ანდერსენი - ლ. იაკობსენი, კიაერი, ბიელანდი (46. ოკორე), ს. პოულსენი - კვისტი, ზიმლინგი (28. ნ. პედერსენი - 53. მაკიენოკი) - ერიკსენი - რომედალი, კრონ-დელი, კორნელიუსი
სომხეთი (4-4-1-1): ბერეზოვსკი - ჰოვჰანისიანი, ჰაროიანი, არზუმანიანი, ალექსანიანი - ოზბილიზი (90. ასლანიან-მამედოვი), მკრტჩიანი, იედიგარიანი (86. პიცელი), კაზარიანი - მხითარიანი - მოვსისიანი (84. სარქისოვი)
მაყურებელი: 14 784

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 6 4 2 0 12-4 14
2. ბულგარეთი 6 2 4 0 11-4 10
3. ჩეხეთი 6 2 3 1 6-4 9
4. სომხეთი 6 2 0 4 6-8 6
5. დანია 6 1 3 2 6-9 6
6. მალტა 6 1 0 5 2-14 3

C ჯგუფი

შვედეთი-ფარერები 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (35), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (82-პენ)
შვედეთი (4-4-2): პ. ჰანსონი - ლუსტიგი, ბენგტსონი, გრანკვისტი, პ. ნილსონი - ს. ლარსონი (63. დურმაზი), ეკდალი, კალსტრიომი (58. ა. სვენსონი), კაჩანიკლიჩი - ტოივონენი (83. ი. ოლსონი), იბრაჰიმოვიჩი
ფარერები (4-3-2-1): გ. ნილსენი - ბენიამინსენი, გრეგერსენი, ვ. დავიდსენი, ნესი - ს. ოლსენი (41. ვატნსდალი), ი. დავიდსენი, იუსტინუსენი - ედმუნდსონი, ჰ. ჰანსონი (87. კლეტსკარდი) - ჰოლსტი (59. ს. სამუელსენი)
გაძევება: გრანკვისტი (79 შვედეთი)
მაყურებელი: 32 858

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 6 5 1 0 22-7 16
2. ავსტრია 6 3 2 1 15-5 11
3. შვედეთი 6 3 2 1 11-7 11
4. ირლანდია 6 3 2 1 12-10 11
5. ყაზახეთი 6 0 1 5 2-15 1
6. ფარერები 6 0 0 6 2-20 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014: დანიელები სომხურ დინამიტზე აფეთქდნენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული