ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
14 აგვისტოს გუაიაკილში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ეკვადორს ესტუმრება და ამხანაგურ საერთაშორისო მატჩს გამართავს.

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ 21-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გუნდი ძალზე ახალგაზრდულია, თუმცა ეს მედიისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დელ ბოსკეს ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ ეკვადორთან მატჩისთვის ახალგაზრდებს გამოცდიდა.

მწვრთნელმა 21-წლამდელთა ნაკრებიდან დააწინაურა: ისკო, ტიაგო ალკანტარა, ინიგო მარტინესი, კოკე და კრისტიან ტელიო.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), პეპე რეინა (ნაპოლი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა).
მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (რეალი), ინიგო მარტინესი (რეალ
სოსიედადი), რაულ ალბიოლი (ნაპოლი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ჟორდი ალბა (ბარსელონა).
ნახევარმცველები: ხავიერ მარტინესი, ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), კოკე (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი, ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ისკო (რეალი), სანტი კასორლა (არსენალი), ხესუს ნავასი (სიტი), დავიდ სილვა (სიტი).
თავდამსხმელები: ალვარო ნეგრედო (სიტი), ფერნანდო ლორენტე (იუვენტუსი), კრისტიან ტელიო (ბარსელონა).

ასევე იხილეთ:
ესპანეთის რეკორდული სერია 29 მატჩზე გაჩერდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული