ესპანეთის ნაკრებმა კონფედერაციათა თასის ფინალურ მატჩში 0:3 წააგო ბრაზილიის გუნდთან. ეს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის პირველი მარცხი იყო ოფიციალურ შეხვედრაში, მას მერე, რაც გუნდი 2010 წლის მუნდიალზე შვეიცარიის გუნდთან 0:1 დამარცხდა.
მას მერე "ფურია როხამ" ზედიზედ 29 ოფიციალური შეხვედრა გამართა. დროის ამ მონაკვეთში ესპანელებმა სამჯერ წააგეს, მაგრამ მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში. წინა რეკორდი საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნოდა (27 დაუმარცხებელი მატჩი), რომელიც ესპანელებმა ამ კონფედერაციათა თასზე დაამხეს.
ასევე იხილეთ: