კრიშტიანო რონალდო ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს

AutoSharing Option
სამშაბათს, 10 სექტემბერს პორტუგალიისა და ბრაზილიის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი აშშ-ს ქალაქ ბოსტონში გაიმართება.

პორტუგალიის ნაკრების ექიმთა გადაწყვეტილებით, ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს გუნდის კაპიტანი კრიშტიანო რონალდო.

ექიმ ენრიკე ჯონსის თქმით, "რეალის" 28 წლის ფორვარდს მიეცა უფლება გამოტოვოს ეს შეხვედრა, რადგან მან ბელფასტში ტკივილით ითამაშა.

"რონალდო კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეაბილიტაციის პროცესს დაჩქარებით გადიოდა. მან თავი დადო ბელფასტში და ახლა დაიმსახურა დასვენება", - განაცხადა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში 4:2 მოუგო ჩრდილოეთ ირლანდიას, რონალდომ კი ჰეთთრიკი შეასრულა.

რონალდომ სამივე გოლი
მეორე ტაიმში გაიტანა. ეს მის კარიერაში პირველი სანაკრებო ჰეთთრიკი იყო.

პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მან (43 გოლი) გაუსწრო ეუსებიოს (41), წინ მხოლოდ პედრო პაულეტაა (47).

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: გაბრაზებული ვარ, მესუთ იოზილი როგორ გაყიდეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული