მუნდიალზე გასვლის შემთხვევაში იოახიმ ლიოვს კონტრაქტს გაუგრძელებენ

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ნაკრები მუნდიალის საგზურს მოიპოვებს, იოახიმ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირი კონტრაქტს გაუგრძელებს.

ეს "ბილდის" ექსკლუზიური ინფორმაციაა, მეორე დღეს ლიოვმა "კიკერთან" საუბარში არ დამალა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა. მან ბუნდესგუნდი ევრო 2008-ის ფინალში გაიყვანა, 2010 წლის მუნდიალზე და ევრო 2012-ზე გერმანია ნახევარფინალით დაკმაყოფილდა.

გერმანიის ნაკრები უკვე 10 სექტემბერს შეიძლება გავიდეს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე, თუ ფარერებზე მოიგებს და შვედეთი ყახახეთში ვერ მოიგებს.

ლიოვის ახლანდელი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში იწურება.

ასევე იხილეთ:
თომას მიულერი: ხოსეპ გვარდიოლა იოახიმ ლიოვს ჰგავს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული