თითქმის მუნდიალზე
კოლუმბიამ და ჩილემ მორიგი მატჩები მოიგეს და ფინალური ეტაპისკენ ბოლოსწინა ნაბიჯები გადადგეს. ხოსე ნესტორ პეკერმანის გუნდის მეტოქე ეკვადორის ნაკრები იყო, რომელიც გასვლაზე, ტრადიციულად, ცუდად თამაშობს. კოლუმბიელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, მაგრამ ერთ გოლზე მეტი ვერ გაიტანეს და მეტიც, კინაღამ ორი ქულაც დაკარგეს.
ძლიერი წვიმის გამო შეხვედრა საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო, ხოლო მატჩი დროს განათებაც გამოირთო და თამაში 20 წუთით შეწყდა.
"როდესაც თამაშისთვის ემზადები, გარკვეული
არგენტინელი მწვრთნელი გუნდის გარჯით კმაყოფილი დარჩა, თუმცა ფინალურ ეტაპზე ჯერ არ საუბრობს: "დღეს ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ საგზური ჯერ არ მოგვიპოვებია".
შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯეიმს როდრიგესმა მატჩის 30-ე წუთზე გაიტანა, ამ მომენტამდე ორი წუთით ადრე კი სტუმრებს გაბრიელ ახილიერი გაუძევეს. მიუხედავად ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ეკვადორს ქულის მოპოვების შანსი ჰქონდა - 61-ე წუთზე რეინალდო რუედას შეგირდებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ სტუმართა ყველაზე გამოცდილმა წევრმა ვალტერ აიოვიმ 11-მეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა.
ამ მოგების წყალობით კოლუმბია სატურნირო ცხრილში არგენტინას წამოეწია და თუ მომდევნო ტურში ურუგვაისთან არ წააგებს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლებასაც მიიღებს.
ზედიზედ მეოთხე
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ჩილეს ნაკრებმა. ხორხე სამპაოლის შეგირდებმა ვენესუელა გაანადგურეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღეს. შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა 2-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში დაბრუნებულმა ხორხე ვალდივიამ. სწორედ "პალმეირასის" 29 წლის ნახევარმცველის გადაცემის შემდეგ გახსნა ანგარიში ედუარდო ვარგასმა, რომელმაც ნაკრებში თავის გამოჩენა ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში შეძლო.
ამის შემდეგ ვენესუელამ კი შეუტია, მაგრამ გოლი აქეთ გაუშვა - არტურო ვიდალის თავური დანი ერნანდესმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი მარკოს გონსალესს მიუვიდა და "ფლამენგოს" ცენტრალურმა მცველმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:0.
"მიუხედავად ამხელა პაუზისა, მას გუნდთან შეთამაშება და შეგუება არ გასჭირვებია, რადგან ვალდივია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ხორხე შეტევებს იწყებდა, ბურთს ანაწილებდა, სანჩესთან და ვიდალთან ერთად მშვენივრად კომბინირებდა... მოკლედ, მისი თამაშით უაღრესად კმაყოფილი ვარ, თანაც გაითვალისწინეთ, რომ ხორხე საუკეთესო ფორმაში ჯერ კიდევ არ არის," - განაცხადა სამპაოლიმ.
მეორე ტაიმში მოედანზე დავიდ პისაროც გამოჩნდა, რომელიც ნაკრებს რამდენიმე თვის წინ, 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. პისაროს და ვალდივიას დამატებით ჩილეს ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, რომელსაც ბრაზილიის მუნდიალზე სერიოზული სიურპრიზის შემოთავაზებაც შეუძლია.
შეხვედრის მესამე და უკანასკნელი გოლი კი ვიდალმა გაიტანა. "იუვეს" ნახევარმცველმა შესარჩევი ეტაპის ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.
ამ მარცხის გამო ვენესუელას მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. სესარ ფარიასის შეგირდებმა ორივე დარჩენილი შეხვედრა (ორივე შინ, პერუსთან და პარაგვაისთან) უნდა მოიგონ და იმედოვნებენ, რომ კონკურენტები (ეკვადორი და ურუგვაი) ქულებს უხვად დაკარგავენ.
ურუგვაი ჯერ კიდევ იბრძვის
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ურუგვაიმ სტუმრად პერუ დაამარცხა და მეხუთე პოზიცია შეინარჩუნა, თუმცა მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონებს ძალიან მძიმე კალენდარი აქვთ და არაა გამორიცხული, დარჩენილი სამი მატჩიდან ერთიც ვერ მოიგონ.
მომდევნო ტურში ურუგვაი კოლუმბიას მასპინძლობს, შემდეგ სტუმრად ეკვადორს ეწვევა, ბოლო ტურში კი არგენტინას დახვდება. თავადაც ხვდებით, რომ ლიმაში გამართული მატჩი "სელესტესთვის" ე.წ. 6-ქულიან მატჩზე მეტი იყო.
შეხვედრის გმირი ლუის სუარესი გახდა - "ლივერპულის" ფორვარდმა დუბლი შეასრულა და შესარჩევი ეტაპის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის იოშიმარ იოტუნის გაძევებას - "ვასკო და გამას" ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მიწურულს ლუის სუარესს ბურთი ესროლა, პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
სერხიო მარქარიანის შეგირდებმა 84-ე წუთზე სხვაობა კი შეამცირეს (ფარფანი), მაგრამ მეტის გასაკეთებლად პერუს არც დრო ეყო და არც რესურსი.
კიდევ ერთ შეხვედრაში პარაგვაიმ ბოლივია გაანადგურა და მეხუთე ადგილის დაკავების თეორიული შანსი შეინარჩუნა, თუმცა ეს შანსი იმდენად მიზერულია, რომ მასზე საუბარი არც კი ღირს.
XV ტური
კოლუმბია-ეკვადორი 1:0
გოლი: 1:0 ჯ. როდრიგესი (30)
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - სუნიგა, კ. ვალდესი, ლ. პერეა, არმერო - კ. სანჩესი, ა. აგილარი (46. კუადრადო), მ. ტორესი (75. მეხია), ჯ. როდრიგესი - ფალკაო, ტ. გუტიერესი (82. ჯ. მარტინესი)
ეკვადორი (4-4-1-1): ბანგერა - რეასკო, ახილიერი, ერასო, ვ. აიოვი - ა. ვალენსია, კასტილიო, ე. მენდესი (46. გაგა), ნობოა - ჯეფერსონ მონტერო (77. იბარა) - ე. ვალენსია (69. როხასი)
პენალტი ვერ გაიტანა: ვ. აიოვი (61. ეკვადორი)
გაფრთხილება: კ. ვალდესი, კ. სანჩესი, არმერო - როხასი
გაძევება: ახილიერი (28. ეკვადორი)
პარაგვაი-ბოლივია 4:0
გოლები: 1:0 ფაბრო (16), 2:0 სანტა კრუსი (47), 3:0 რ. ორტისი (80), 4:0 გ. გომესი (84)
პარაგვაი (3-5-2): ა. სილვა - კანდია, პ. და სილვა, გ. გომესი - ვ. აიალა, პიტონი (71. ს. აკინო), რ. ორტისი, სამუდიო, ფაბრო (66. სანაბრია) - სანტა კრუსი, ა. რომერო (65. ო. რომერო)
ბოლივია (5-4-1): გალარსა - ე. როდრიგესი, სენტენო (46. რ. კარდოსო), რალდესი, კაბრერა, ლ. გუტიერესი - ასოგე, ხ. ჩავესი (68. მაიგა), ბეხარანო, ვ. არსე (46. ხ. არსე) - მ. მორენო
გაფრთხილება: - ლ. გუტიერესი, ბეხარანო
ჩილე-ვენესუელა 3:0
გოლები: 1:0 ე. ვარგასი (10), 2:0 მარკოს გონსალესი (30), 3:0 ვიდალი (85)
ჩილე (4-4-2): კ. ბრავო - ისლა, მედელი, მარკოს გონსალესი, მენა - არანგისი (58. დ. პისარო), მ. დიასი, ვიდალი, ვალდივია (73. ბოსეჟური) - ე. ვარგასი (84. ა. ენრიკესი), ა. სანჩესი
ვენესუელა (4-2-2-2): დანი ერნანდესი - რ. როსალესი, ვისკარონდო, პეროსო, სიჩერო (44. ა. გონსალესი) - ლუსენა, სეიხასი (79. ოტერო) - ს. გონსალესი (70. ოროსკო), არანგო - ს. რონდონი, ი. მარტინესი
გაფრთხილება: - ვისკარონდო, პეროსო, რ. როსალესი
პერუ-ურუგვაი 1:2
გოლები: 0:1 სუარესი (43-პენ), 0:2 სუარესი (67), 1:2 ფარფანი (84)
პერუ (4-4-2): რაულ ფერნანდესი - ადვინკულა (65. ერერა), კ. რამოსი, ა. როდრიგესი, იოტუნი - კრუსადო, ბალიონი (46. ხ. ვარგასი), ლ. რამირესი (66. პ. ურტადო), ფარფანი - კ. პისარო, გერერო
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, ლუგანო, გოდინი, მ. კასერესი (81. ფუსილე) - გარგანო (70. ა გონსალესი), არევალო რიოსი, კ. როდრიგესი - ფორლანი (25. სტუანი), სუარესი, კავანი
გაფრთხილება: ადვინკულა, ფარფანი - ლუგანო, გოდინი, კავანი
გაძევება: იოტუნი (45. პერუ)
თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 13 7 5 1 25-9 26
2. კოლუმბია 13 8 2 3 22-7 26
3. ჩილე 14 8 0 6 24-21 24
4. ეკვადორი 13 6 3 4 17-13 21
5. ურუგვაი 13 5 4 4 20-22 19
6. ვენესუელა 14 4 4 6 10-17 16
7. პერუ 13 4 2 7 13-19 14
8. პარაგვაი 13 3 2 8 13-23 11
9. ბოლივია 14 2 4 8 15-28 10
ბომბარდირები: 10 - სუარესი (ურუგვაი); 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა); 7 - ფალკაო (კოლუმბია)
მომდევნო ტური
11 სექტემბერი:
ბოლივია-ეკვადორი, ურუგვაი-კოლუმბია, ვენესუელა-პერუ, პარაგვაი-არგენტინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა. საკვალიფიკაციო მატჩები: სენსაციების დღე ევროპაში