სისხლი კიევის ქუჩებში: ინგლისელ ფანებს თავს უკრაინელი ხულიგნები დაესხნენ [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს კიევში მუნდიალის მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართება უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის.

წინა დღით კიევის ქუჩებში სისხლი დაიღვარა, ინგლისელ ფანებს ადგილობრივი დაჯგუფება დაესხა თავს.

ინციდენტი კიევის "შატო ბარში" მოხდა, სადაც ინგლისელი ფანები იყვნენ შეკრებილნი.

მოულოდნელად მათ თავს დაესხა 50-დან 100-მდე ხულიგანი, ძირითადად, დანებით შეიარაღებული.

ბრძოლა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სამი ინგლისელი ფანი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

სამოყვარულო ვიდეოთი გადაღებულ კადრში ხედავთ, როგორ წევს დაჭრილი ინგლისელი ფანი და მასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიდის.

ჩხუბის დაწყებიდან
10 წუთში პოლიცია მივიდა და მოჩხუბრები დააშორიშორა. კაფეში იმ მომენტისთვის დაახლოებით 40 ინგლისელი ფანი იმყოფებოდა.

სხვათა შორის, უახლოეს საათებში კიდევ 500 ინგლისელი ჩაფრინდება უკრაინის დედაქალაქში, ხოლო 10 სექტემბერს, დილით - კიდევ ათასი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ჩანს ევროპაში ძალიან მოენატრათ ინგლისური მუშტები.
ynwa
20:09 09-09-2013
0
კიევს არ უთენდება კარგი დღე როგორც ჩანს
jimmy jump
02:01 10-09-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული