ანდორა-ჰოლანდია 0:2 - მინიმუმ, მუნდიალის ჯგუფიდან გასვლა! [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში უახლოეს მდევარ უნგრეთს 8 ქულით გაასწრო და მომავალ წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.

"ნარინჯისფერებისთვის" ეს სულაც არ ნიშნავს ბრძოლის დასასრულს. ლუის ვან გაალის გუნდი დარჩენილ შეხვედრებში იმავე უნგრელებთან და თურქებთან მაქსიმალურად შეეცდება სამ-სამი ქულის აღებას, რათა საკუთარ უპირატესობას კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი.

ჰოლანდიელებმა დებიუტიდანვე ჩაიგდეს ხელთ უპირატესობა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნაკრებში დაბრუნებული ვესლი სნეიდერი. 29 წლის ნახევარმცველს მე-5 წუთზევე შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ძელს სანტიმეტრებში ააცილა.

აქტიური იყო რობინ ვან პერსი.
სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. განსაკუთრებით ეფექტური იყო მისი პირველი გასროლა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეს დაუმიზნა. მასპინძლებმა მის დუბლს ვერაფერი დაუპირისპირეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ანდორა ერთადერთ გუნდად რჩება, ვისაც შესარჩევ ეტაპზე ჯერ ერთი გოლიც კი არ აქვს გატანილი.

მატჩის შემდგომ
ლუის ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "ამ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები სამომავლო პერსპექტივებზე გათვლით შენდება.

გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც წინ გრძელი და წარმატებული კარიერა ელოდება. ჩვენს თამაშს იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი, მაგრამ ამის მისაღწევად ბევრს ვშრომობთ.

ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მინიმუმ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ. უფრო მეტზე კი, მოდი, შემდეგ ვილაპარაკოთ
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული