განას ეგვიპტეში თამაში არ სურს
მოგეხსენებათ, ამ კვირაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. აფრიკის ზონაში გადამწყვეტი ეტაპია - პლეი ოფში ერთმანეთს 10 ნაკრები ხვდება და 5 წყვილის გამარჯვებული ბრაზილიის საგზურს მიიღებს.
ერთ-ერთ წყვილს განის და ეგვიპტის
აი, რა წერია ოფიციალურ მიმართვაში:
"ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მომხდარი ინციდენტების შემდეგ, რასაც უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეეწირა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მივმართავთ ფიფას, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და საპასუხო შეხვედრა კაიროში არ ჩაატაროს".
ივლისში, პრეზიდენტ მოჰამედ მორსის გადაყენების შემდეგ, ეგვიპტის ტერიტორიაზე მატჩების ჩატარების უფლება მხოლოდ ეროვნულ გუნდს და აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ორ კლუბს, "ალ აჰლის" და "ზამალეკს" აქვთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ფიფა გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
ბელგიას სერიოზული დანაკლისი აქვს
მუსა დემბელემ ბელგიის ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ხორვატიასთან ვერ ითამაშოს. ნაკრების თავკაც მარკ ვილმოტსს საკადრო პრობლემები აქამდეც ჰქონდა. მოგეხსენებათ, ტრავმირებულნი არიან გუნდის ლიდერები - ვენსან კომპანი და კრისტიან ბენტეკე. გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო შეხვედრაში დაშავდა მარუან ფელაინი და ზაგრებში მისი თამაშიც საეჭვოა.
შეგახსენებთ, რომ ბელგია საკუთარი შესარჩევი ჯგუფის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ხორვატიას 5 ქულით უსწრებს. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, დარჩენილ ორ შეხვედრაში (ზაგრებში და შინ, უელსთან) ბელგიას ერთი ქულის აღებაც ეყოფა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მესი, მასკერანო და იგუაინი არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან