"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ 11 ოქტომბერს დანიასთან დაგეგმილ შეხვედრას მარიო ბალოტელი, ლორენცო ინსინიე და მარკო ვერატი გამოტოვებენ. მიზეზი ტრავმაა, სამივე ფეხბურთელი ვარჯიშზე დაშავდა, მათი ჯანმრთელობის გარისკვა კი არავის სურს. ინსინიე და ვერატი ალბათ დატოვებენ შეკრებას, მარიო ბალოტელის კი სომხეთთან თამაშის კარგი შანსი
ჯერჯერობით ჩეზარე პრანდელის კომენტარი არ გაუკეთებია და შესაბამისად, არც ის უთქვამს, ვინმეს თუ გამოიძახებს დაშავებულ ფეხბურთელთა სანაცვლოდ.
"გაძეტა" ვარაუდობს, რომ ლორენცო ინსინიეს ნაცვლად, პრანდელი სებასტიან ჯოვინკოს გამოიძახებს, მარიო ბალოტელის და მარკო ვერატის ჩანაცვლება კი აუცილებლობას არ წარმოადგენს. ვნახოთ, გამართლდება თუ არა ავტორიტეტული გამოცემის პროგნოზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დღეს რომ მუნდიალი იწყებოდეს...