კოლუმბიაში მუნდიალზე გასვლის ზეიმს 5 ადამიანი შეეწირა

AutoSharing Option
მე-14 გუნდი, რომელმაც მუნდიალის საგზური გაინაღდა, კოლუმბიის ნაკრებია, თუმცა კოლუმბიელებს ზეიმი ტრაგედიად ექცათ.

კოლუმბიის ნაკრებმა ჩილეს ნაკრებთან 3:3 ითამაშა და ამით ბრაზილიის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულებისთანავე მთელ ქვეყანაში ზეიმი დაიწყო, რომელიც მალე არეულობებში გადაიზარდა.

3 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით გარდაიცვალა, ორი კი მანქანებმა გაიტანეს "ზეიმის" დროს.

"მთელი ქვეყნის მასშტანით სამართალდამცავებმა 2 ათასი ჩხუბი დააფიქსირეს", - განაცხადეს კოლუმბიის პოლიციაში. ზეიმის დროს სულ 750 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 106 მძღოლი კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დააკავეს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუსტად ჩვენსავით უყვართ ფეხბურთი!...აუ რა გაუმართლა ქეცბაიას კოლუმბიის მწვრთნელი რომ არ არის...აქამდე ჩაცხრილავდნენ მოედანზევე... ისე რამოდენიმე ფეხბურთელსაც მიაყოლებდნენ ზედ(არ თქვათ რამოდენიმე კი არა ყველასო, კანკავა და რამდენიმე არ მემეტება).
murtalo
14:30 13-10-2013
0

სიახლეები პოპულარული