ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. აფრიკა. პლეი ოფის I მატჩები: სისემ სენეგალს შანსი დაუტოვა

AutoSharing Option
აფრიკაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. პლეი ოფის ხუთი წყვილიდან ოთხმა უკვე ითამაშა, კონტინენტის ორი ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების დაპირისპირება კი 15 ოქტომბერს შედგება.

ბურკინა ფასომ ალჟირს უმასპინძლა და გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხეს, მაგრამ 86-ე წუთზე არისტიდ ბანსეს გოლს ვეღარ უპასუხეს და მინიმალური სხვაობით წააგეს.

ამ წყვილში ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც 19 ნოემბერს ალჟირში გაიმართება.

პაპის დემბა სისემ კოტ დივუარის ნაკრების კარში გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და სენეგალს მცირე შანსი შეუნარჩუნა.

ალენ ჟირესი შეგირდებმა მატჩი საშინლად
დაიწყეს და უკვე მე-14 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩნენ - ჯერ დიდიე დროგბამ გამოიყენა 11-მეტრიანი, შემდეგ კი საკუთარ კარში "ბორდოს" მცველმა ლუდოვიკ სანემ გაიტანა. მეორე ნახევრის დებიუტში თავი სალომონ კალუმაც გამოიჩინა - 3:0.

თითქოს შეხვედრა ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ "ნიუკასლის" ფორვარდმა ბუბაქარ ბარის კარი 95-ე წუთზე დალაშქრა და ამ წყვილს მცირე ინტრიგა შეუნარჩუნა.

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. აფრიკა. პლეი ოფის I მატჩები
ბურკინა ფასო-ალჟირი 3:2
გოლები: 1:0 პიტროიპა (45), 1:1 ფეგული (50), 2:1 დ. კონე (65), 2:2 მეჯანი (69), 3:2 ბანსე (86-პენ)

კოტ დივუარი-სენეგალი 3:1
გოლები: 1:0 დროგბა (5-პენ), 2:0 ლ. სანე (14-საკ. კარში), 3:0 კალუ (49), 3:1 პ. სისე (90)

ეთიოპია-ნიგერია 1:2
გოლები: 1:0 ასაფა (56), 1:1 ემენიკე (67), 1:2 ემენიკე (90-პენ)

ტუნისი-კამერუნი 0:0

15 ოქტომბერი
განა-ეგვიპტე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული