14 საგზურის ქრონიკა
2014 წლის მუნდიალის საგზურების 43% გაცემულია. 14 საგზურის ქრონიკა კი ასე გამოიყურება: მასპინძელ ბრაზილიას ჯერ 4 ივნისს იაპონია შეუამხანაგდა, შემდეგ სხვა აზიური ნაკრებები - 18 ივნისს საგზურებს ავსტრალია (აზიის ზონაშია), ირანი და სამხრეთი კორეა დაეუფლნენ. ამის მერე 10 სექტემბრამდე პაუზა
ვან პერსის რეკორდი
ჰოლანდიის ნაკრებმა 8:1 გაანადგურა უნგრეთის გუნდი. ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა რობინ ვან პერსიმ, რომელიც ჰოლანდიის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა - ახლა მას 79 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი, ერთით მეტი, ვიდრე პატრიკ კლუივერტს.
ლუის ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "ეს მისთვის დიდი მიღწევაა. პატრიკს თავად ყველაზე მეტად უხაროდა რობინის მიღწევა".
იცით თუ არა, რომ...
* მუნდიალის 31 საგზურისთვის ბრძოლა 202-მა ნაკრებმა დაიწყო (მათ შორის, საქართველომ).
* ყველაზე მეტი ნაკრები უეფას ზონაშია - 53, შემდეგ მოდის აფრიკა - 52, აზია - 43, კონკაკაფი - 35, ოკეანეთი - 11 და სამხრეთი ამერიკა - 9.
* აზიის საკვალიფიკაციო ტურნირი დიდი ხანია, დასრულებულია, თუმცა აზიიდან კიდევ ერთ გუნდს შეუძლია მუნდიალზე მოხვედრა - იორდანია ელის კონმებოლის ზონაში მე-5 ადგილზე გასულ გუნდს.
* მუნდიალის 767 საკვალიფიკაციო მატჩი უკვე გავლილია, დარჩა 53.
* სულ გავიდა 2 187 გოლი.
* ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ახალი კალედონიის ნაკრებმა - 36. შემდეგ მოდის არგენტინის ნაკრები - 33, ჰოლანდია და ანტიგუა - 32-32.
ევროპა
* 9-დან 5 ჯგუფში გამარჯვებულის და შესაბამისად, მუნდიალის საგზურის ბედი გარკვეულია. სხვათა შორის, ისე დაემთხვა, რომ გარკვეულია პირველი ხუთი ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი.
* ევროპაში 13 საგზურიდან 5-ის მფლობელი გარკვეულია, დარჩენილი 8 საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს 19 ნაკრები. აქედან, რუსეთის შანსს 99%-იანი ეთქმის, ხოლო სომხეთისას - მხოლოდ თეორიული.
* C ჯგუფი ერთადერთია, სადაც ყველაფერი გაირკვა: გერმანიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, შვედეთმა კი პლეი ოფის საგზური გაინაღდა. გამორიცხულია, რომ ამ ჯგუფის მეორეადგილოსანი (ბოსნია) ყველაზე უარესი გამოდგეს 9 ჯგუფში და შესაბამისად, პლეი ოფში ვერ გავიდეს.
* პირველ-მეორეადგილოსანთა (ბელგია, ხორვატია) ვინაობა გარკვეულია A ჯგუფშიც, ოღონდ ხორვატიის ნაკრებს პლეი ოფი ჯერ არ გაუნაღდებია.
* დღევანდელი მდგომარეობით, უცუდესი მეორეადგილოსანი ბულგარეთია (7 ქ).
* სულ მცირე, პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვთ რუსეთს, ბოსნიას, საბერძნეთს, ინგლისს, ესპანეთსა და საფრანგეთს. შვედეთზე უკვე ვთქვით - ეს გუნდი უკვე პლეი ოფშია.
* საშუალო დასწრება ყველაზე მაღალი ჩვენს ჯგუფშია - 38 985. G ჯგუფში ეს მაჩვენებელი მართლაც კატასტროფულია - საშუალოდ 9 150 ადამიანი დადის თითოეულ მატჩზე.
* საქართველოს ნაკრებზე მეტი გოლი გაიტანა 35-მა ფეხბურთელმა!
* ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს: ჰოლანდიამ (32), გერმანია (31), ინგლისმა (29) და ბოსნიამ (29).
* ყველაზე ცოტა გოლი გაიტანეს: ანდორამ (საერთოდ არ გაუტანია), სან მარინომ (1) და საქართველომ (3).
* ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს: ბელგიამ (3) და ესპანეთმა (3).
* ყველაზე მეტი გოლი გაუშვეს: სან მარინომ (46), ანდორამ (28) და ფარერის კუნძულებმა (26).
* ყველაზე მეტი გოლი პენალტით გაიტანა უნგრეთის ნაკრებმა (4).
* ყველაზე მეტი მოგება აქვთ: ჰოლანდიას (8), გერმანიას (8) და ბელგიას (8).
* ტურნირზე არ მოუგიათ: ლიხტენშტაინს, ფარერის კუნძულებს, სან მარინოს და ანდორას.
* საქართველოს ნაკრებმა სულ 1 მატჩი მოიგო.
* ყველაზე მეტი მატჩი ფრედ დაასრულა აზერბაიჯანმა - 5.
* ყველაზე მეტი მატჩი წააგეს: სან მარინომ (9) და ანდორამ (9).
* ტურნირზე არ წაუგიათ: ჰოლანდიას, გერმანიას, ინგლისს, ბელგიას, იტალიას, შვეიცარიას და ესპანეთს.
ბომბარდირები: 11 - რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), დიონ მაკოული (ბელიზი); 10 - ლიონელ მესი (არგენტინა), ბლას პერესი (პანამა), ლუის სუარესი (ურუგვაი), ედინ ჯეკო (ბოსნია), პიტერ ბირსი (ანტიგუა); 9 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), რადამელ ფალკაო (კოლუმბია); 8 - ჯერი ბენგსტონი (ჰონდურასი), კლინტ დემპსი (აშშ), შინჯი ოკაზაკი (იაპონია), ჟორჟ გოპ-ფენეპეი (ახალი კალედონია).
ასისტენტები (მხოლოდ ევროპა): 7 - თომას მიულერი (გერმანია); 6 - ჟოაო მოუტინიო (პორტუგალია); 5 - ჯერმაინ ლენსი (ჰოლანდია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა: კიდევ სამი გაირკვა: გერმანია, ბელგია და შვეიცარია [VIDEO]