მუნდიალი 2014. ფინალური ეტაპის კენჭისყრა: 7 განთესილი ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შემდეგ ფიფამ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, ცნობილი გახდა ის გუნდები, რომლებიც მუნდიალის ფინალური ეტაპის კენჭისყრისას პირველ კალათში მოხვდებიან.

გადაწყვეტილია, რომ ესპანეთი, გერმანია, არგენტინა, კოლუმბია, ბელგია, შვეიცარია და რა თქმა უნდა, მასპინძელი ბრაზილია, განთესვის უმაღლეს ნომერს მიიღებენ. თუ პლეი ოფში იმარჯვა, პირველ კალათში მოხვდება ურუგვაიც, ხოლო თუ გამარჯვება იორდანიას დარჩა, მაშინ საუკეთესო რვა გუნდში შევა ჰოლანდია, რომელიც იტალიას რეიტინგში ძალიან მცირედით უსწრებს.

რეიტინგით ასევე გაირკვა ის, თუ რომელი გუნდები იქნებიან ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი
ოფში განთესილები. პირველ კალათში პორტუგალია, საბერძნეთი, ხორვატია და უკრაინა მოხვდნენ, განუთესავები კი საფრანგეთი, შვედეთი, რუმინეთი და ისლანდია არიან. როგორც ხედავთ, არის შანსი, რომ ამ ეტაპზე ერთმანეთს პორტუგალია და საფრანგეთი შეხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. სტატისტიკა: დარჩა 11 ბილეთი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული