სამი ხედირას სასწაული სჭირდება, რომ მუნდიალზე ითამაშოს

AutoSharing Option
15 ნოემბერს მილანში იტალიისა და გერმანიის ამხანაგურ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო გერმანელთა საყრდენმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ. მან მყესები გაიწყვიტა.

ტრავმა იმდენად სერიოზული იყო, რომ ხედირას დაუყოვნებლივ, 16 ნოემბერს გაუკეთდა ოპერაცია ქალაქ აუგსბურგში.

"რეალის" ფეხბურთელი მომავალ სამ კვირას სწორედ აუგსბურგის კლინიკაში გაატარებს. ექიმთა დასკვნით, ხედირა სულ მცირე, ნახევარი წელი ფეხბურთს ვერ ითამაშებს, მისი დაბრუნება მოედანზე ივნისამდე გამორიცხული.

რაც იმას ნიშნავს, რომ "რეალს" ის სეზონის ბოლომდე დააკლდება, ხოლო ბრაზილიაში გასამართი მუნდიალი 12 ივნისს იწყება. ექ
იმების აზრით, მცირე სამედიცინო სასწაული უნდა მოხდეს, რომ იმ დროისთვის ხედირა სათანადო კონდიეცებში იყოს.

ასევე იხილეთ:
ომი და მშვიდობა "სან სიროზე": გერმანიისთვის იტალია აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული