ის, რომ "აცტეკები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდნენ, პირველი მატჩის შემდეგაც ცნობილი იყო, მაგრამ ოფიციალურად ყველაფერი გუშინ გაფორმდა. ველინგტონში გამართული მატჩის გმირი ორიბე პერალტა გახდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ამჯერად კი ის ჰეთთრიქის ავტორად მოგვევლინა.
ზელანდიელებმა ბოლო 10 წუთში, 0:3-ზე გამოიღვიძეს, მაგრამ მატჩის ბოლო ბურთი მაინც მექსიკელებმა გაიტანეს - კარლოს პენიამ ეროვნულ გუნდში თავისი სადებიუტი ბურთი შეაგდო. საბოლოოდ, 2:4, ორი მატჩის ჯამში კი 9:3 მექსიკის სასარგებლოდ.
გვიან დასრულდა ურუგვაის და იორდანიას შეხვედრა, თუმცა ამ წყვილში ისედაც ყველაფერი გადაწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართა, ურუგვაის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე 32-ვე გუნდი ამ მატჩამდეც ცნობილი იყო.
ახ. ზელანდია-მექსიკა 2:4 (1:5)
გოლები: 0:1 ო. პერალტა (14), 0:2 ო. პერალტა (29), 0:3 ო. პერალტა (33), 1:3 ჯეიმსი (80-პენ), 2:3 ფელონი (83), 2:4 პენია (86)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ურუგვაი და მექსიკა ბრაზილიაში არიან