ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ 2014 წლის მუნდიალის ფინალი გაიხსენა.

მან სინანული გამოთქვა გერმანიასთან განცდილი მარცხის გამო. ფეხბურთელი ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს გაესაუბრა.

"რა შემიძლია ვთქვა? სამწუხაროა, ბევრი კარგი შანსი გვქონდა თამაშის მოსაგებად.

ჩვენ უკეთესი მომენტები გვქონდა. ამ გამოუყენებელ შანსებს მთელი დარჩენილი ცხოვრება ვინანებთ."

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატში არგენტინის ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე დამატებით ტაიმში, 113-ე წუთზე მარიო გიოტცემ გაიტანა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
გერმანია-არგენტინა 0:0 (1:0 დ.დ) - მეოთხე
ვარსკვლავი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწარედ გაზღვევინებთ.
Zviadi
05:13 07-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული