შოტლანდიის ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი და კაპიტანი, ცხრა ნომერი გრეგ ლაიდლოუ დააკლდა, საკუთარ მოედანზე უელსის ნაკრებს 29:13 მოუგო. "სკოტებმა" 2007 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს უელსელების დამარცხება. პირველი ტაიმი სტუმრების, უელსელების გამარჯვებით დასრულდა - 13:9. თუმცა, შესვენების შემდეგ შოტლანდიელები სრულად დომინირებდნენ. ტაიმი 20:0 მოიგეს და საბოლოოდ, უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.
სკოტებს პირველად უკაპიტნა ჯონ ბარკლიმ, რომელიც აღფრთოვანებულია თანაგუნდელების გარჯით:
"ექვსი ერის გათამაშება
მომავალ ტურში "თვიქნემზე" სწორედ ინგლისს ვხვდებით. იქ 1983 წლის მერე არ მოგვიგია. დიახ, ვფიქრობ, რომ ინგლისის დამარცხება შეგვიძლია", - დასძინა მან.
საკმაოდ დაძაბული გამოდგა ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირებაც. "ლე ბლო" ნელ-ნელა ძალებს იკრებს, თუმცა ბრწყინვალედ მოთამაშე ირლანდიის ეროვნულ გუნდს ვერაფერი დააკლო. "სამყურებმა" საკუთარ მოედანზე აღმავლობით ითამაშეს და მეტოქეს 19:9 მოუგეს.
ინგლისისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებაში კი პირველ ტაიმში სენსაცია გამოცხვა. იტალიელები მთელი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით წავიდა - 10:5.
დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ინგლისელებმა საწყის ხუთ წუთში ორი ლელო მიითვალეს. უპირატესობა კიდევ უფრო განავითარეს და მეტოქეს ჯამში 6 ლელო გაუტანეს. "პომებმა" მეტოქე 36:15 დაამარცხეს და ერთი საპრემიო ქულაც დაიმსახურეს.
ექვსი ერი. III ტური
ირლანდია-საფრანგეთი 19:9
ირლანდია: ლ - მურეი. 4ს,- სექსტონი (3), ჯექსონი. გ - სექსტონი
საფრანგეთი: 3ს - ლოპესი
შოტლანდია-უელსი 29:13
შოტლანდია: 2ლ - სეიმური, ვაიზერი. 5ს,2გ - რასელი.
უელსი: ლ - ლ.ვილიამსი. 2ს,გ - ჰალპფენი.
ინგლისი-იტალია 36:15
ინგლისი: 6ლ - კოლი, კერი, დეილი, ნოელი (2), ტეო. 3გ - ფარელი
იტალია: 2ლ - ვენდიტი, კამპანარო. გ,ა - ალანი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ინგლისი 3 3 0 0 +27 13 1
2. ირლანდია 3 2 0 1 +58 10 2
3. შოტლანდია 3 2 0 1 +15 9 1
4. უელსი 3 1 0 2 +5 5 1
5. საფრანგეთი 3 1 0 2 -7 5 1
6. იტალია 3 0 0 3 -100 0 0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"