ექვსი ერი. III ტური: "სკოტები" ინგლისს ემუქრებიან

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების მესამე ტური ყველაზე საინტერესო გამოდგა. გუნდებმა თამაში დაალაგეს და ახლა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვებულის წინასწარ დასახელება შეუძლებელია.

შოტლანდიის ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი და კაპიტანი, ცხრა ნომერი გრეგ ლაიდლოუ დააკლდა, საკუთარ მოედანზე უელსის ნაკრებს 29:13 მოუგო. "სკოტებმა" 2007 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს უელსელების დამარცხება. პირველი ტაიმი სტუმრების, უელსელების გამარჯვებით დასრულდა - 13:9. თუმცა, შესვენების შემდეგ შოტლანდიელები სრულად დომინირებდნენ. ტაიმი 20:0 მოიგეს და საბოლოოდ, უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.

სკოტებს პირველად უკაპიტნა ჯონ ბარკლიმ, რომელიც აღფრთოვანებულია თანაგუნდელების გარჯით:

"ექვსი ერის გათამაშება
გამარჯვებით დავიწყეთ. ირლანდია დავამარცხეთ, მერე წავიბორძიკეთ საფრანგეთში. ახლა უელსსაც ვძლიეთ. არ ვაპირებ რამე სასწაული პროგნოზის გაკეთებას, მაგრამ დავამარცხეთ ირლანდიის ძალიან მაგარი გუნდი. დავამარცხეთ უელსი, ასევე ძალიან ძლიერი გუნდი. რატომ არ უნდა ვიფიქროთ ინგლისის დამარცხებაზეც?..

მომავალ ტურში "თვიქნემზე" სწორედ ინგლისს ვხვდებით. იქ 1983 წლის მერე არ მოგვიგია. დიახ, ვფიქრობ, რომ ინგლისის დამარცხება შეგვიძლია", - დასძინა მან.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირებაც. "ლე ბლო" ნელ-ნელა ძალებს იკრებს, თუმცა ბრწყინვალედ მოთამაშე ირლანდიის ეროვნულ გუნდს ვერაფერი დააკლო. "სამყურებმა" საკუთარ მოედანზე აღმავლობით ითამაშეს და მეტოქეს 19:9 მოუგეს.

ინგლისისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებაში კი პირველ ტაიმში სენსაცია გამოცხვა. იტალიელები მთელი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით წავიდა - 10:5.

დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ინგლისელებმა საწყის ხუთ წუთში ორი ლელო მიითვალეს. უპირატესობა კიდევ უფრო განავითარეს და მეტოქეს ჯამში 6 ლელო გაუტანეს. "პომებმა" მეტოქე 36:15 დაამარცხეს და ერთი საპრემიო ქულაც დაიმსახურეს.

ექვსი ერი. III ტური
ირლანდია-საფრანგეთი 19:9
ირლანდია: ლ - მურეი. 4ს,- სექსტონი (3), ჯექსონი. გ - სექსტონი
საფრანგეთი: 3ს - ლოპესი

შოტლანდია-უელსი 29:13
შოტლანდია: 2ლ - სეიმური, ვაიზერი. 5ს,2გ - რასელი.
უელსი: ლ - ლ.ვილიამსი. 2ს,გ - ჰალპფენი.

ინგლისი-იტალია 36:15
ინგლისი: 6ლ - კოლი, კერი, დეილი, ნოელი (2), ტეო. 3გ - ფარელი
იტალია: 2ლ - ვენდიტი, კამპანარო. გ,ა - ალანი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ინგლისი 3 3 0 0 +27 13 1
2. ირლანდია 3 2 0 1 +58 10 2
3. შოტლანდია 3 2 0 1 +15 9 1
4. უელსი 3 1 0 2 +5 5 1
5. საფრანგეთი 3 1 0 2 -7 5 1
6. იტალია 3 0 0 3 -100 0 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იტალიის თამაშზე გამოთქმა რომაა "გაყირვება მანახე და გაგქცევას განახებო" ეგ მახსენდება, ეგეთი თამაშის მოფიქრებას არ ჯობდა მეტი ევარჯიშათ :)
გიორგი
18:49 27-02-2017
0
იტალიამ ტაქტიკური სიახლე გამოიყენა და დარწმუნებული ვარ,ძალიან მალე ამ სიახლეს სხვებიც გამოიყენებენ.სათამაშო მომენტებში მისი გამოყენება ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს,მოულოდნელობის ეფექტი თავისას შვრება.
სოსო
02:09 28-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული