პირველობასთან ერთად ინგლისელებმა "კალკუტას თასიც" მოიგეს, რომელიც ამ ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის მატჩისას თამაშდება.
ახლა საკითხავი ისღაა, შეძლებენ თუ არა ინგლისელები დიდი სლემის შესრულებას. ბოლო ტურში ედი ჯონსის სამწყსო სტუმრად, დუბლინში დაუპირისპირდება ირლანდიის ნაკრებს.
შოტლანდიელებთან მატჩში გამორჩეული ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდში მობრუნებული საუკეთესო მელელოვე, შუამარბი ჯონათან ჯოზეფი იყო, რომელმაც "სკოტებს" სამი ლელო გაუტანა.
ექვსი ერი. IV ტური
უელსი-ირლანდია 22:9
უელსი: 3ლ - ნორსი (2), რობერტსი. 2გ,ს: ჰალპფენი
ირლანდია: 3ს - სექსტონი (2), ჯექსონი
იტალია-საფრანგეთი 18:40
იტალია: 2ლ - პარისე, ესპოზიტო. 2ს,გ - კანა
საფრანგეთი: 4ლ - ფიკუ, ვაკატავა, პიკამოლი, დულინი. 4ს,4გ - ლოპესი.
ინგლისი-შოტლანდია 61:21
ინგლისი: 7ლ - ჯოზეფი (3), კარი (2), ვოტსონი, ვუნიპოლა. 7გ,4ს - ფარელი.
შოტლანდია: 3 ლ - ჯონსი (2), რიდი 3გ- რასელი
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 18 ქულა, 2. ირლანდია - 10, 3. საფრანგეთი - 10, 4. უელსი - 9, 5. შოტლანდია - 9, 6. იტალია - 0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"