"თქვენ რა, მაშინებთ?" - ჰკითხა კოულმა ჟურნალისტებს და ამ ნათქვამს ფრიად საინტერესო განმარტებაც მოაყოლა, მაგრამ სანამ გეტყოდეთ კერძოდ რა თქვა, შეგახსენებთ, რომ ის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც თანაგუნდელი უეინ რუნი ბურთთან მოპყრობით ბრაზილიელებსაც კი ადარებს. და აი, ასეთი იმიჯის პატრონმაც კი

ჯო კოულმა გულშემატკივარს პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ახალი ბურთი, რომლითაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ, ფეხბურთელების ტექნიკერ არსენალს ამცირებს და შესაძლებლობებს ზღუდავს. საკმარისი იყო "ჩელსის" გარემარბს ეს სიტყვები წამოსცდენოდა, რომ ჟურნალისტებმა მას ესპანეთისა და პოლონეთის ამხანაგური შეხვედრის ფრაგმენტები ჩაურთეს. ანდრეს ინიესტა, ჩავი, დავიდ სილვა... მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბურთით თამაშობდნენ, ამ ფეხბურთელებმა მაინც გამოამჟღავნეს ვირტუოზული ტექნიკა.

"თქვენ რა, მაშინებთ?" - ჰკითხა კოულმა ჟურნალისტებს და ამ ნათქვამს ფრიად საინტერესო განმარტებაც მოაყოლა, მაგრამ სანამ გეტყოდეთ კერძოდ რა თქვა, შეგახსენებთ, რომ ის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც თანაგუნდელი უეინ რუნი ბურთთან მოპყრობით ბრაზილიელებსაც კი ადარებს. და აი, ასეთი იმიჯის პატრონმაც კი თქვა, რომ ის, რაც ესპანელებმა პოლონეთთან ითამაშეს ინგლისური ფეხბურთი არ არის და ამიტომ მისი ნიმუშად მოტანა არ არის სწორი. და კიდევ, კოულმა დასძინა, რომ ესპანელთა ტექნიკა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ მათი გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, გამარჯვებული მაინც და მაინც ესპანეთი დარჩება.

საერთოდ, იმ პრეს-კონფერენციაზე კოული ცდილობდა საზოგადოებისთვის აეხსნა, რა პრინციპებით თამაშობს კაპელოს გუნდი. თვალსაჩინოებისთვის მან დააზუსტა, რომ ლაპარაკია სწრაფ, პრესინგის შემცველ ფეხბურთზე, რომელიც ყველაზე მეტად ჟოზე მოურინიოს "ინტერს" ახასიათებდა. ასეთი სტილის ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ის არის, რომ მისი მიმდევარი გუნდები სულაც არ ცდილობენ ბურთი მეტწილად მათ ჰქონდეთ. ბურთის ფლობა მათთვის მთავარი ამოცანა არ არის.

"რაც თქვენ მაჩვენეთ ელიტარული ფეხბურთია. ალბათ, ამით იმის თქმა გინდოდათ, რომ ესპანეთის ნაკრები დღეს ყველაზე ნიჭიერი გუნდია, მაგრამ განა მსოფლიოს ჩემპიონები ყოველთვის ყველაზე ნიჭიერები ხდებიან? გამარჯვებისთვის ბევრი ფაქტორის ერთდროული ამოქმედებაა საჭირო. ეს ფაქტორებია: დისციპლინა, ხასიათის სიმტკიცე, იღბალი და სხვა. ეს ყველაფერი ამ მუნდიალზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენი სტილი ესპანელების სტილისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩვენ ბავშვობიდანვე სხვა ფეხბურთს ვართ დაჩვეულები. ესპანელები ბურთს მოგცემენ, მის გამო არ დაგახრჩობენ, მაგრამ, შემდეგ, როგორც კი მას იხელთებენ სწრაფ გადაადგილებას იწყებენ და ბურთს აწვდიან ერთმანეთს. თითოეული მათგანი ძალიან ტექნიკურია და გადაწოდებულ ბურთს იოლად იმორჩილებს. ეს საშუალებას აძლევთ ყველა მიმართულებით კარგად ითამაშონ.

ახლა კი, მოდი ჩვენ რომ გვყავს იმ ფეხბურთელებს შევხედოთ. მაგალითად, ლემპარდი და ჯერარდი საუკეთესო ნახევარმცველები არიან. ისინი ჩინებულად აკეთებენ იმას, რაც ეხერხებათ. ზუსტად ისევე, როგორც ჩავი და ინიესტა აკეთებენ კარგად იმას, რაც მათ ეხერხებათ. ჯამში კი სხვადასხვა სტილი გამოდის. შესაძლოა მათსავით ლამაზი სანახავი არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხსენებული ჯერარდი და ლემპარდი პლუს ლენონი და რუნი. ჩვენ შეტევის სიმძლავრე გვაქვს, მოწინააღმდეგეს ღონივრად ვაწვებით და ამს ერთსულოვნად ვაკეთებთ. ეს სტილი "ინტერმა" ძალიან კარგად წარმოაჩინა."

მართლაც, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ფინალში "ბარსელონასა" და "ბაიერნთან" "ინტერმა" ბურთი პრაქტიკულად მთლიანად დაუთმო მოწინააღმდეგეს. პროცენტული მაჩვენებლით დროის ორი მესამედის განმავლობაში ბურთი მილანელთა მეტოქეს ჰქონდა, მაგრამ რად გინდა, ორივე შეხვედრა "შავ-ლურჯებმა" მოიგეს. კოული კიდევ ერთხელ დაუბრუნდა მოურინიოს თემას:

"შეხედეთ "ინტერს", რომელმაც გაკვეთილი ჩაატარა: თურმე თამაშის კონტროლისთვის ბურთის ფლობა სულაც არ არის აუცილებელი. და თუ ასეთი სტილის მიმდევარი ხარ, მაშინ პრესინგი უნდა ითამაშო".

კოულთან საუბრის ერთ-ერთი ბოლო თემა კი ამინდს ეხებოდა. სამხრეთ აფრიკაში საღამოობით გრილა და მართალია, ინგლისელებს ზღვის დონიდან ცოტა უჩვეულო სიმაღლეზე მოუწევთ თამაში, მაგრამ მთავარია, რომ მათი მთავარი მტერი,პაპანაქება ხელს არ შეუშლით.

"წინა ტურნირებში მზეზე ვთამაშობდით და ეს ნამდვილად პრობლემა იყო, თუმცა აქ გრილა და ვფიქრობთ პრემიერლიგურ ტემპს უფრო მივაღწევთ".

მაგრამ, ბოლო სამ ამხანაგურ თამაშში გუნდი მაინც და მაინც რომ არ ვარგოდა?

"მიზეზს ვერ გეტყვით. ეს თამაშები რატომღაც გვეძნელა. ისე, ოთხი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, მახსოვს, იამაიკას და უჰგრეთს მოვუგეთ და იმ შეხვედრებში ბრწყინვალედავ ვითამაშეთ. უფრო ადრე მახსოვს შესანიშნავი გამარჯვება ისლანდიასთან. და გახსოვთ, რა ხდებოდა მერე, უშუალოდ ჩემპიონატზე? ასე რომ, შესაძლოა მოსამზადებელ შეხვედრებში დამარცხება სულაც არ იყოს ცუდი. როგორც ჩანს ძრავას სრულად არ ვტვირთავთ".

ილია ბაბუნაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
გახდა თუ არა მუსლიმი - რობერტო კარლოსმა კომენტარი გააკეთა
ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
7 ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "ბარსელონა" არჩია
[VIDEO] ეგვიპტის მწვრთნელი ცოლებს აშველებდა და გონება დაკარგა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა