თუ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით ვიმსჯელებთ, მარნეულის "არმაზმა" წლეულს, მინიმუმ, პლეი-ოფში მოხვედრისთვის უნდა იბრძოლოს
ბოლო წლებში თბილისის "არმაზი" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მუდმივად ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. როგორც ჩანს, მომავალ სეზონში ვითარება რადიკალურად შეიცვლება...

კლუბისა და მარნეულის რაიონის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "არმაზი" საქართველოს ჩემპიონატში მარნეულის სახელით ითამაშებს და რაიონში რაგბის პოპულარიზაციაზე იზრუნებს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: "არმაზმა" რეგიონში მწვრთნელები მიავლინა და მათი ხელმძღვანელობით 200-მდე ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვი ერთად ვარჯიშობს.

"ჩვენი კლუბი მარნეულის რაიონში რაგბის განვითარებაზე იზრუნებს. აქ 200-მდე ბავშვი უკვე ვარჯიშობს, ისინი და მათი მშობლები დამეგობრდნენ. ეს ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, სამომავლოდ, მარნეულში სტადიონს გამოგვიყოფენ, სადაც ჩემპიონატის მატჩებს გავმართავთ" - თქვა "არმაზის" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი მაჩხანელმა rugby.ge-სთან საუბრისას.

იქამდე "არმაზი" საშინაო მატჩებს თბილისში გამართავს. ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში დაწყებული მოედნის მშენებლობის დასრულება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.

სეზონს "არმაზი" მნიშვნელოვნად გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. თუმცა გუნდი რამდენიმე მორაგბემაც დატოვა, მათ შორის, გარემარბმა მურაზ გიორგაძემ. "არმაზს" დაემატნენ "ბორჯღალოსანთა" მგეზავი რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი); საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები, ილია სპანდერაშვილი (არმია) და გიორგი კვესელაძე (ლელო); საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრი ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები).

სიახლეა "არმაზის" მწვრთნელთა შტაბშიც. გუნდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები ილია მაისურაძე და ლადო კილასონია იმუშავებენ.

გუნდმა სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო, მერე კი ასპინძაში არსებულ სარაგბო ბაზას მიაშურა და იქ 19 აგვისტომდე დაჰყო. საწვრთნელი შეხვედრის გამართვა კი პატარძეულის "ვეფხვებთან" იგეგმება.

თუ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით ვიმსჯელებთ, მარნეულის "არმაზმა" წლეულს, მინიმუმ, პლეი-ოფში მოხვედრისთვის უნდა იბრძოლოს. პირველი ტურის მატჩში არმაზელები შინ დაუპირისპირდებიან ვიცე-ჩემპიონ "ბათუმს".

არმაზის განაცხადი

შერკინება: დავით ფხაკაძე, თორნიკე ჯიბლაძე, ზვიად ესართია, არჩილ გაგნიძე, გოგა ხუროშვილი, ვაჟა თაგაური, გიგა ფრიდონიშვილი, კობა ჯიმშელეიშვილი, ბესო ბარბაქაძე, საბა ერაძე, ილია სპანდერაშვილი, ოთარ მინაშვილი, გიორგი სოსელია, თენგო გიგოლაშვილი, ბექა გუგეშაშვილი, გიორგი ჭურაძე, ზაურ კაჭარავა.

უკანა ხაზი: ლაშა მამუჩარაშვილი, ლუკა დვალიშვილი, საბა ხურცილავა, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი კვესელაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ნიკოლოზ გიგაური, სანდრო სვანიძე, ვილიამ კაიფაჯიანი, ნიკა წიკლაური, ვაკო შალიკაშვილი, ალექსანდრე ხუციშვილი, ბექა ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე, ვალერი ლეგაშვილი, დათო ალიბეგაშვილი, გიგა ჩაბაკაური, შახო ჯავახია, ნუკრი გოგოჩაშვილი, ანრი გორდაშვილი, ნოდარ გურგენიძე, გიორგი ზაგაშვილი, ვასიკო ყველაიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?"? - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] ლუის ენრიკემ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არ ათამაშა - პსჟ-მ "სლოვანი" მაინც გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-3 დილა. როგორ დაისაჯნენ წყალტუბოელები...
ლუის ენრიკემ გაგვაკვირვა - "სლოვანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა
"სამარცხვინოა - ერთი წადი და "ოსერის" მწვრთნელად იმუშავე" - რიოლო ლუის ენრიკესაც მისდგა
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
"ენრიკე, რომ არა, დღეს სრულიად სხვა მეკარე ვიქნებოდი" - საფონოვი პსჟ-ის მწვრთნელს ემადლიერება
რონალდოს მეგობარმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტები დაასახელა
მოსკოვის "დინამომ" შეიძლება გაგნიძე მეხუთე და ბოლო იჯარით გაუშვას
სიომინი: დიდი ხანია ვამბობ, რომ ხვიჩამ "ოქროს ბურთი" დაიმსახურა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]
ბაგრატი-ჯიქი 9:20 - გულუხვი მასპინძელი
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
გერმანელები: საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების შანსი არ გვაქვს, მაგრამ...
დიდი 10: მარნეულის "არმაზმა" პატარძეულის "ვეფხვები" 55:15 დაამარცხა
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
დიდი 10. X ტური: სამხელისუფლებიანობა ნამეტანია
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
მსოფლიო რაგბი - კვესელაძე მსოფლიოს ჩემპიონთან გამოწვევებზე
ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ
ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს
მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
გერმანია VS საქართველო - რაგბიში გვნახეთ ვინა ვართ!
"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე
ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ
ირაკლი მაჩხანელი: ახლა ჩემი გაცილების დრო არ არის
[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?
საქართველო VS მზ.იტალია - ხუთი ახალი "ბორჯღალოსნების" რაზმში
ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში
U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]
ბაგრატი-ბათუმი 16:21 - მოგება გამოცდილების ხარჯზე
ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს
გერმანია-საქართველო 8:64 - ჟვანიას ჰეთ თრიკი, თოდუას დუბლი [VIDEO+PHOTO]
დიდი 10: ფინალში გასასვლელად "ხარები" და "არმაზი" იბრძოლებენ