ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" პირველი საშინაო შეხვედრა გორის არენაზე წარმატებით დაასრულა
ქუთაისის "აიამ" საქართველოს ჩემპიონატი ორი მოგებით დაიწყო. ქუთათურებმა, ამჯერად, "ავჭალის სარაგბო სტადიოზე" თბილისის "აკადემიას" სძლიეს - 23:18.

პირველი ტაიმი "აიამ" მეტოქეს 13:8 მოუგო, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდის თამაშით მთავარი მწვრთნელი ბექა ყურაშვილი უკმაყოფილო იყო. მან ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალა ორი პირველხაზელი. მერე, შესვენებისას კიდევ ორი მორაგბე, ცხრა ნომერი გიორგი როხვაძე და მესამეხაზელი შოთა არეშიძე დაასვენა.

ერთადერთი ლელო "აიამ" თამაშის დასაწყისში გაიტანა, როცა გარემარბმა თორნიკე მანაგაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და თითქმის ნახევარი მოედანი მარტომ ირბინა. გიორგი ბაბუნაშვილის მიერ ორ გატანილ საჯარიმოს თუ არ ჩავთვლით, სხვა რაიმე ღირებული სტუმრებმა ვერაფერი მოახერხეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეცვლებთან დაკავშირებით მწვრთნელის გადაწყვეტილებებმა გაამართლა. მატჩის 59-ე წუთისთვის "აია" უკვე 12 ქულით იგებდა. ერთი კია, "აკადემია", როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, მუდამ ბოლომდე იბრძვის - მათ სხვაობის ხუთ ქულამდე შემცირება 74-ე წუთზე შეძლეს. უფრო მეტისთვის კი დრო აღარ ეყოთ და არც მეტოქემ დაანება. შედეგად, "აკადემიამ", მეტოქისგან განსხვავებით, ორი თამაშიდან ორივე წააგო.

აკადემია-აია 18:23

აკადემია (15-9): ლაზარიშვილი, სიჭინავა, ხელაია (სან. ილურიძე 59), ჭუაძე, ს. ილურიძე (მათიაშვილი 48), მოძღვრიშვილი, მაზმიშვილი (ჯ. ღამბაშიძე 48). (1-8): ქადარია (გვარამია 57), ლომაური (მახარაშვილი 59), მექერიშვილი, გ.ილურიძე, ზოიძე, ლუარსაბიშვილი, შუბითიძე, კალანდარიშვილი (გოგლიძე 48).

2ლ: სიჭინავა, ლუარსაბიშვილი. 2ს,გ - მოძღვრიშვილი

აია (15-9): ძნელაძე, მანაგაძე, სიმსივე (ვარდანიძე 77), ირემაძე, აბრამიძე, ბაბუნაშვილი, როხვაძე (თუთბერიძე 41). (1-8): რატიაშვილი (სალდაძე 59), ტორაძე (ცქიფურიშვილი 36), წაქაძე (ხარებავა 31), ბაბუნაშვილი, შალამბერიძე (ხანთაძე 48), გორგასლიძე (მაჩალაძე 69), დანგაძე, არეშიძე (მღებრიშვილი 41).

2ლ: მანაგაძე, გორგასლიძე. 3ს,2გ - ბაბუნაშვილი.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა რუსთავის "ხარებმა" ჩემპიონატის დასაწყისში ჯერ ქვეყნის ჩემპიონი დაამარცხა, მერე მას ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი თბილისის "ლოკომოტივიც" მიაყოლა.

"ხარებმა" სტარტზე საშინაო არენაზე გათამაშების ორ ფავორიტს ერთმანეთის მიყოლებით მოუგო და ლიდერებში გაერია.

რკინიგზელებთან თამაშმა გვიჩვენა, რომ მეტოქეები "ხარების" მარტო მოლს არ უნდა უფრთხოდნენ. რუსთაველები ხელდახელაც შესანიშნავად ბურთაობენ და ბოლომდე თავდადებით იბრძვიან. ოთხი ლელო გაუტანო "ლოკომოტივს", სახუმარო საქმე არაა.

ხარები-ლოკომოტივი 22:15

ხარები: 4ლ - ბასილაია, ქანდაურაშვილი, გოგიაშვილი, მაჭარაშვილი. გ - ხუციშვილი.

სინბინი: ციცვიძე, გოგიაშვილი

ლოკომოტივი: 2ლ - შკინინი, საჯარიმო. ს - წიკლაური

სინბინი: დარასელია

მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

"ბათუმის" გამარჯვება საშინაო კედლებში პოტენციურ აუტსაიდერთან, ქუთაისის "ბაგრატთან" ეჭვს არ იწვევდა. ბათუმური გუნდი საგრძნობლად მოღონიერდა და მისთვის ამ მეტოქის ძლევა ძნელი არ უნდა ყოფილიყო.

ზღვისპირელებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან ორი ახალწვეულის, ბექა ურჯუკაშვილის ანგარიშზეა.

ბათუმი-ბაგრატი 43:3

ბათუმი: ტუჩაშვილი, ტრაპაიძე, კობახიძე, ფუტკარაძე, ურჯუკაშვილი (2). 5გ,ს - კობახიძე.

ბაგრატი: ს - ოდიშარია.

მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

"ლელო", ისევე, როგორც "აია" და "ხარები", ჯერაც დაუმარცხებელია. ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორივე მოგებულ მატჩში საპრემიო ქულის აღება შეძლო.

გამოდის, ლელოელები თავიანთ შემტევ, კომბინაციურ რაგბის სტილს არ ღალატობენ. ამას კი ბევრი ლელო და მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოაქვს.

ლელო-არმია 39:15

ლელო: ლ - კვირიკაშვილი, ყიასაშვილი, ახობაძე, სვიმონიშვილი, მარგალიტაძე. 4გ,2ს - ყიასაშვილი

სინბინი: სვიმონიშვილი

არმია: ლ - ხელია, ჭავჭავაძე. გ - ჭინჭარაული. ს - მახარაშვილი

მსაჯი: შოთა თევზაძე

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" პირველი საშინაო შეხვედრა გორის არენაზე წარმატებით დაასრულა. მასპინძლები უკვე მეორე წუთზე მერაბ ნინიძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ, მაგრამ "არმაზმა" ჩამორჩენა მალე გააბათილა და წინაც გავიდა.

მე-15 წუთზე სანდრო სვანიძემ (არმაზი) თავისი გუნდის რამდენიმეფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა. რეზო ჯინჭველაშვილმა კი ზუსტად გარდასახა და მარნეულელებმა უკან მოიტოვეს მეტოქე. ჯინჭველაშვილმა მომდევნო 15 წუთში თავისი გუნდის კიდევ ერთი ლელოს (კვესელაძე) გარდასახვა შეძლო წარმატებით.

ამგვარად თავმოყრილ 14 ქულას "არმაზმა" დარჩენილ დროში ვეღარაფერი მიუმატა. საპასუხოდ კი "ჯიქი" უკეთ ათამაშდა. გორელებმა პირველი ლელო ტაიმის მიწურულს გაიტანეს. ეს რობერტ სუთიძემ შეძლო, მერაბ ნინიძემ კი გარდასახა. მან თავის გუნდს სულ 12 ქულა მოუტანა.

20:14 - ეს ანგარიში გორელთა სასარგებლოდ მატჩის 54-ე წუთზე დაფიქსირდა და ბოლომდე უცვლელი დარჩა.

ჯიქი-არმაზი 20:14

ჯიქი: 2ლ - სუთიძე, ჭყოიძე. 2ს,2გ - ნინიძე.

არმაზი: 2ლ - სვანიძე, კვესელაძე. 2გ - ჯინჭველაშვილი

მსაჯი: საბა აბულაშვილი.

დიდი 10. III ტური

არმაზი-ხარები, ლოკომოტივი-აკადემია, აია-ლელო, არმია-ბათუმი, ბაგრატი-ჯიქი

ბესიკ ჯანგავაძე

ვასილ ბალახაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
დიდი 10. XIV ტური: "არმიამ" რევანში აიღო
დიდი 10. X ტურის წინ: პირველი წრე "აიასია", მეორე?
დიდი 10. V ტური: ბრძოლა ბოლო წამამდე
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
აია-ხარები 25:9 - ქუთაისელებმა მოგებით დაიწყეს
ბექა ურჯუკაშვილი: ევროთასები უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა
"ბათუმმა" ჯარი მოიარა - ქართული კლუბი ევროთასისთვის ძლიერდება
დიდი 10. XV ტური: დიდი ბრძოლა, ნაკლები სანახაობა
დიდი 10. XII ტური: "ლელო"-ურჯუკაშვილი 27:26