მაგრამ ზღვისპირელებს ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ. გუნდის ძირითადი 9 ნომერი ზურა თუთბერიძე და კვაჭი ბექა მამრიკიშვილი დაშავდნენ და მოედანი საკაცით დატოვეს.
რუსთავში გამართული მატჩის პირველი ტაიმი სრულად სტუმრების იყო. ისინი აკონტროლებდნენ ბურთს, ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, 1-2 გამონაკლისის გარდა, დომინირებდნენ შერკინებაში და ეს ყველაფერი ქულებში ასახეს.
"ხარები" თავისსავე შერკინებაში რომ დაჯარიმდა ბახვა კობახიძემ ახლოდან ანგარიში გახსნა. მე-12 წუთზე ლაშა ხმალაძემ გაიბრწყინა: მან ლელოდან 10 მეტრში
მეორე ტაიმი ალექსი ტუჩაშვილის ლელოთი დაიწყო. ის მარჯვენა ფლანგზე ორ მბოჭავს დაუსხლტა, მესამე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი ალამთან დაამიწა. "ხარებმა" ამის შემდეგღა შეძლო მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება და ჯერ ჯონდი კორტავა, მერე კი ზურა ერისთავი სინბინით დაისაჯა. მასპინძლების მოლმა შედეგი გამოიღო და ლაშა გოგიაშვილის ლელო უჩა მჭედლიშვილმა გარდასახა, მაგრამ ‘ბათუმმა’ მალევე უპასუხა, ბურთი ხელდახელ სწრაფად ჩაათამაშა და მანუჩარ გრიგოლიას ლელო კობახიძემ გარდასახა.
74-ე წუთზე "ხარებმა" მეორე ლელო გაიტანა. გურამ ქანდაურაშვილმა თავის ნახევარზე მაღალ სიჩქარეზე გაჭრა ხაზი, 55 მეტრი ირბინა და კარგი ინდივიდუალური ლელო მიითვალა, თუმცა ბოლო სიტყვა კვლავ ბათუმელების იყო, ვიტალი კირინმა მეტოქის საჩუქარი შეირგო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:14. ამ გამარჯვების შემდეგ, "ბათუმი", რომელსაც ერთი გამოტოვებული თამაში აქვს, ერთბაშად სამი საფეხურით დაწინაურდა და მესამე ადგილზე აღზევდა.