დიდი 10. VIII ტური: "აკადემიის" პირველი გამარჯვება
დედაქალაქურ დერბიში "აკადემიამ" "არმაზს" რუსთავში 18:14 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. დღემდე „მხატვრებმა“ ზედიზედ 7 თამაში წააგეს, თუმცა 6 შემთხვევაში ნუგეშის ბონუსი მიიღეს (7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის).

გუნდები აქცენტს ხელდახელ ბურთაობაზე და სისწრაფეზე აკეთებდნენ და მაყურებელმა პირველ ტაიმში 4 ლამაზი ლელო იხილა. მატჩის დებიუტში ‘არმაზმა’ შეცდომა დაუშვა, "აკადემიამ" კონტრშეტევისას ჯარიმა გამოიმუშავა და სოსო მათიაშვილმა ახლოდან ანგარიში გახსნა.

"არმაზმა’ კარგად ორგანიზებული შეტევით უპასუხა, ჯარიმა კარში არ დაარტყა, დერეფნიდან მორკინალების რამდენიმე მიძალების შემდეგ, რეზი ჯინჭველაშვილმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე, ლელოში ჩაკიდა და იქ მას ნიკა წიკლაური დახვდა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა გაიტანა. ‘აკადემიამ’ სწრაფი შეტევით უპასუხა, ფლანგზე ანზორ სიჭინავა გაიქცა, მერე გიორგი ჭუაძემ ფეხით ითამაშა და მიყვა. წიკლაურმა მას ბურთის აღება დაასწრო, თუმცა ის აუტში ხელით მოისროლა და სინბინით დაისაჯა.

"აკადემიამ’ რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა და 2 ლელო გაიტანა. პირველი დერეფანს მოყვა, რომლის შემდეგაც საბა შუბითიძე სამ მცველზე მივიდა და ძალისმიერი ლელო გაიტანა. 23-ე წუთზე მათიაშვილმა შესანიშნავად გაჭრა ხაზი, მას ჭუაძე და საბა ილურიძე მიყვნენ, მაგრამ ბოლო პასი წინ იყო და ლელო გაუქმდა. ერთ წუთში მათიაშვილმა მცველი ფინტზე დაიჭირა და ამჯერად ლელომდე თავადვე ირბინა. მან ორიდან ერთი გარდასხვა გაიტანა - 15:7.

მალე სინბინით სიჭინავა დაისაჯა და ახლა ‘არმაზმა’ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით. დერეფნიდან მოლის დაყენების იმიტირებას "აკადემიის" მორაგბეთა ყურადღების გადატანა მოყვა, მოკლე ფრთაზე ბესო ბარბაქაძემ შეუტია და მისი ლელო ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. შესვენებამდე მათიაშვილს არეკნი და ჯარიმა გაუცუდდა და მისმა გუნდმა ტაიმი 1 ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე ტაიმის პირველმა 20-მა წუთმა ‘აკადემიის’ დომინირებით ჩაიარა. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გაატარეს, მაგრამ მხოლოდ მათიაშვილის 3 ქულას გამორჩნენ. მერე ‘არმაზის’ დრო დადგა და ახლა მათ გაატარეს შეტევებში დაახლოებით 10 წუთი, მაგრამ ეს უპირატესობა ქულებში ვერ ასახეს. ანგარიში არც უკანასკნელ წუთებზე შეცვლილა და ‘აკადემიამ’ 18:14 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა (10 ქულა). "არმაზმა" ნუგეშის ბონუსი მიიღო და 14 ქულით მე-7 ადგილზე რჩება.

shota
დავით ივანოვს ვულოცავ მთავარ გუნდში დაწინაურებას და წარმატებებს ვუსურვებ!!!
crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა