მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ბორჯღალოსნები - ლაშა ხმალაძე და გიორგი თხილაიშვილი აკლდათ, ისინი საკუთარ სტადიონზე ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, "ჯიქმა" ორკვირიანი შესვენება მეტოქეზე უკეთ გამოიყენა და მასპინძლებთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გორელებმა მეტოქეს თითქმის ყველაფერში აჯობეს. სტუმრები განსაკუთრებით კარგად ღია თამაშისას გამოიყურებოდნენ, ბურთს მაღალ ტემპში, უშეცდომოდ შლიდნენ და ფაზებს კინძავდნენ, რასაც "ბათუმმა" ვერაფერი დაუპირისპირა.
მასპინძლები დებიუტში ბახვა კობახიძის ჯარიმით დაწინაურდნენ და უპირატესობა 28-ე წუთამდე შეინარჩუნეს. ამ დროისთვის
მეორე ტაიმის დასაწყისში კობახიძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 46-ე წუთისთვის სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ბათუმმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა. "ჯიქმა" მატჩის მიწურულს ტემპს ისევ მოუმატა და გადაბმულმა ფაზებმა მასპინძლები მოქანცა. 77-ე წუთზე გორელებმა მოლით შეუტიეს, არსენ ტრაპაიძემ პრემიალური ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:12 და "ჯიქი" მეოთხე ადგილამდე აღზევდა.
rugby.ge