საწყის ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ, თბილისის "ლოკომოტივმა" ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო
ფოტოს ავტორი: ანი რეხვიაშვილი

საწყის ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ, თბილისის "ლოკომოტივმა" ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო.

მე-12 ტურის პირველი მატჩი "ავჭალაზე" გაიმართა და თბილისურ დერბიში დიდი ბრძოლა გაიმართა. "ლოკომოტივმა" გამარჯვების ლელო დასკვნით წუთებზე, მძლავრი მორკინალების ხარჯზე გაიტანა და "აკადემია" 17:9 დაამარცხა.

თამაში მაღალ "ტემპში" წარიმართა და მაყურებელმა ხელდახელ ბურთაობით ისიამოვნა, თუმცა გადამწყვეტი როლი რკინიგზელთა მიერ შერკინებაში მოპოვებულმა უპირატესობამ ითამაშა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა ამ კომპონენტში მეტოქე მაგრად დაჯაბნეს და რამდენჯერმე შეძლეს დაკარგული ბურთის დაბრუნება.

ანგარიში სწორედ ნომინალურმა სტუმრებმა, ბექა წიკლაურის ჯარიმით გახსნეს, თუმცა ორ წუთში ჯარიმა თავადაც მიიღეს. დავით მოძღვრიშვილმა ხელსაყრელი პოზიციებიდან კიდევ ორი დარტყმა შეასრულა, აქედან ერთი ზუსტი იყო და "აკადემია" 6:3 დაწინაურდა. 33-ე წუთზე "ლოკომოტივმა" შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ის ფლანგზე გაშალა, გიორგი შკინინმა ოდნავი უზუსტობა არ შეიმჩნია და ალამთან ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

შესვენებამდე დარჩენილ დროში და მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში "აკადემიამ" ტემპს უმატა და რამდენჯერმე იყო ახლოს ლელოსთან, მაგრამ რკინიგზელებმა დიდი თავგანწირვის ხარჯზე ლელოს დაცვა მოახერხეს. ზედ შესვენების წინ ეს ჯარიმის ფასად დაუჯდათ და მინიმალური სხვაობა (9:10) 77-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი "ლოკომოტივმა" მცველები მოლში ჩაითრია, ეპიზოდი ფარნა გასვიანის ლელოთი დასრულდა და წიკლაურმა კვლავ ზუსტად გარდასახა.

დასკვნით წუთებში ბონუსის აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ამასთან უფრო ახლოს "აკადემია" იყო, მაგრამ მოძღვრიშვილს ჯარიმა გაუცუდდა. მხატვრებმა მეტოქის მცდელობები, თავისი 22-იდან, ან ლელოდან ხელდახელ შეეტიათ სამჯერ აღკვეთეს და ბურთი მოიპოვეს, თუმცა ეს წარმატებები ქულებში ვერ ასახეს და საბოლოოდ 9:17 დამარცხდნენ.

ტურის სხვა მატჩი:

ლელო-აია 18:25

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
დიდი 10: ქუთაისის "აიამ" ლიდერობა დაიბრუნა, "ლელომ" ბონუს-ქულა დაკარგა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "არმაზს" ბონუს ქულით მოუგო
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
დიდი 10: "ხარების" გამარჯვება ბოლო წუთებზე
დიდი 10: "ბათუმმა" თბილისის "ლოკომოტივს" 5 უპასუხო ლელო გაუტანა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა