დიდი 10: "ლელო-სარასენსი" "აიასთან" დამარცხდა

დიდი 10-ის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ მისსავე მოედანზე დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

დიდ დიღმელებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ. მასპინძელი გუნდის მორაგბეებმა მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს, მაგრამ ბურთი წინ ხშირად უვარდებოდათ და ქულების აღებას ვერ ახერხებდნენ.

თავის მხრივ, ‘აია’ ამ თამაშისთვის მეტოქეზე უკეთ იყო მომზადებული და გამარჯვება დაიმსახურა. სტუმრებმა ანგარიში დებიუტშივე, მეტოქის შეცდომის შედეგად გახსნეს. მანამდე ფლანგზე გიორგი აბრამიძე გაიქცა და 50 მეტრი დაფარა, უკვე წითელ ზოლში ქუთაისელებმა ბურთი დაკარგეს, თუმცა ფეხით მოგერიებისას დაუფარეს და თემურ ირემაძის ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა.

მასპინძლებმა სწრაფად მოინდომეს პასუხის გაცემა, მაგრამ ტერიტორიული უპირატესობის გამოყენების საშუალება ტექნიკურმა წუნმა და სტუმართა თავდადებულმა თამაშმა არ მისცა. მე-16 წუთზე ბაბუნაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 25-ე წუთზე ‘აიამ’ კარში დარტყმას უკვე ლელოზე თამაში არჩია, 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და გიორგი ტორაძის ლელოს შემდეგ ანგარიში 15:0 გახდა.

ამის შემდეგ ‘ლელო-სარასენსი’ მეტოქის 22-ში დამკვიდრდა და მოლებით, მოკლე დარტყმებით, ჯარიმების სწრაფი გათამაშებით თუ ბურთის გაშლით დიდხანს უტია. ‘აიამ’ თავდადების ხარჯზე შეტევები დაახლოებით 10 წუთი იგერია, თუმცა ამავე პერიოდში ხშირად ჯარიმდებოდა და სინბინით გელა შალამბერიძე დაკარგა. ‘ლელო-სარასენსმა’ რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი დაკარგა, თუმცა მალევე წითელ ზოლში დაბრუნდა, 37-ე წუთზე მოლიც დაძრა და ცისკარა ბერიაშვილი ლელოს აუცილებლად გაიტანდა, რომ არა წესების დარღვევა. ვიდეო-რეფერიმ ეპიზოდი განიხილა და აბრამიძე სინბინით, ხოლო მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისჯა.

შესვენებამდე დარჩენილ დროში, 13 კაცით დარჩენილმა ‘აიამ’ ბურთის დაუფლება მოახერხა, ბაბუნაშვილმა არეკნი დაჰკრა და ტაიმი სტუმრებმა 18:7 მოიგეს.

მეორე ტაიმი ლელოელების შეტევებით დაიწყო, თუმცა მეტოქის 22-ში ბურთი კვლავ წინ დაუვარდათ. სამაგიეროდ მეტოქის შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავეს და ირაკლი ყიასაშვილმა კარის წინიდან გაიტანა. ორ წუთში აკა ტაბუცაძე მარცხენა ფლანგზე გაიქცა, ცენტრთან მისულმა ბურთი თავისუფალ სივრცეში ფეხით შეაცურა, ყველაზე სწრაფი დემე თაფლაძე აღმოჩნდა და მასპინძელთა მეორე ლელო მიითვალა. ყიასაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, თუმცა სხვაობა 3 ქულამდე სწრაფად შემცირდა და ‘ლელო-სარასენსი’ თამაშში დაბრუნდა.

ორიოდე წუთში მასპინძლებმა რაქიდან შეტევით ლელო გაიტანეს, მაგრამ ეს რეფერის, შოთა თევზაძის უნებლიე ბლოკის შედეგად მოახერხეს და ლელო სამართლიანად გაუქმდა. ‘აიამ’ გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი 63-ე წუთზე გადადგა, როდესაც თბილისელებმა დაცვაში უყურადღებოდ ითამაშეს, ჯერ ფლანგი მოაშიშვლეს, ფეხით გადაკიდებულ ბურთს კი სამი ქუთაისელი მიყვა. ყიასაშვილმა გუნდის გადარჩენა სცადა, ბოჭვა უბურთო მოთამაშეზე გამოუვიდა და სინბინით დაისაჯა, ხოლო ‘აიამ’ 7 საჯარიმო ქულა მიითვალა.

‘ლელო-სარასენსს’ მცდელობა არც ამის შემდეგ დაუკლია, მაგრამ ტექნიკურ წუნს ვერაფერი მოუხერხა, ბოლო წუთზე ყიასაშვილმა კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ნუგეშის ბონუსი მოუტანა. ‘აიამ’ კი თამაში 25:18 მოიგო და 2018 წელს მეორედ, ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ვინც წუხელის საფრანგეთ ირლანდიის მატჩს უყურა,ნამდვილად დამეთანხმება,ხოლო ვინც ვერა,ვურჩევ, რაგბი ტვ-ზე ბოლო წუთების ჩანაწერი მაინც ნახოს.ეს იყო რაგბის კლასიკა და ნამდვილი გაკვეთილი დაცვისა ფრანგების მხრიდან,ხოლო შეტევისა ირლანდიის მხრიდან და ბოლოს,როცა სხვა შანსი უკვე აღარ არის,არეკნით 45 მეტრის მანძილიდან მატჩის ბედის გადაწყვეტისა.ირლანდიამ საკუთარი 22 ხაზიდან წაიღო ბურთი,50 მდე ფაზა შეუცდომლად აკინძა და ფრანგების 40 მეტრიან ხაზამდე მივიდა,მაგრამ ფრანგებმა მიუხედავად ასეთი დაწოლისა,შეცდომა არ დაუშვეს და არ დაჯარიმდნენ.სწორედ მაშინ გამოჩნდა რა იარაღი ყოფილა არეკნით დარტყმა.ირლანდიელებმა 45 მეტრიდან დაახლოებით დაჰკრეს არეკნი და გაიტანეს კიდეც.ეს მატჩი ისედაც დიდებული იყო თავისი დაძაბულობით,მაგრამ ეს ბოლო წუთები ვიდეო გაკვეთილად დარჩება მორაგბეებისათვის.ეს იყო კლასიკა. ამ მატჩის ბედი სწორედ ამ არეკნმა გადაწყვიტა,ისევე როგორც ლელო -აიას მატჩში მე მგონია იმ არეკნმა მისცა აიას გადამწყვეტი სხვაობა ანგარიშში.ჩვენი დამრტყმელები საკმაოდ იშვიათად იყენებენ მას,მაგრამ მძიმე თამაშებში ის შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს გამარჯვებისა და მისი დამუშავება და ხშირი გამოყენება,ნამდვილად ღირს,მით უმეტეს რომ ჩვენს მორაგბეებს შეტევის სწრაფი განვითარება საკმაოდ უჭირთ ხოლმე და ზოგჯერ ამის გაკეთება, საუკეთესო გამოსავალი იქნება გაჭიანურებული შეტევიდან.
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა