სანამ პანდემია დასრულდება და მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს სპორტული ცხოვრება დაუბრუნდება, გავიცნოთ დიდი 10-ის კლუბების კაპიტნები.

რუბრიკას თბილისის "ლელო-სარასენსით" ვიწყებთ, რომელიც ჩემპიონატის იძულების წესით შეჩერებამდე, 14 ტურში 10 მოგებით, 1 ფრით და 3 მარცხით, ჯამში 48 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა.

48 ქულა აქვს "ბათუმსაც", რომელმაც "ლელო-სარასენსი" პირველ წრეში თბილისში 9:7 დაამარცხა, თუმცა მე-14 ტურში, ჩემპიონატის შეჩერების წინ, თბილისელებმა ბათუმში რევანში აიღეს, მეტოქეს 3 ქულის სხვაობით, 21:18 აჯობეს და ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო პირველ ადგილზე აღზევდნენ.

ჩემი ცხოვრება – ლელო!

სეზონის სტარტზე "ლელო-სარასენსს" "ბორჯღალოსანთა" კვაჭი გიორგი ჭყოიძე კაპიტნობდა. პენზის "ლოკომოტივში" გადასვლამდე ის გუნდს 10 მატჩში გაუძღვა და "ლელო-სარასენსმა" 6 გამარჯვება მოიპოვა, ერთხელ კი ფრეს დასჯერდა.

28 წლის გიორგი ჭყოიძე რაგბის სწორედ "ლელო-სარასენსში", 13 წლის ასაკში ეზიარა და კარიერის უდიდესი ნაწილი მშობლიურ კლუბში გაატარა. სწორედ ამ გუნდიდან მოხვდა ის 18-წლამდელთა ნაკრებში 2-ჯერ, ასევე 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. მან ერთი წელი გორის "ჯიქში" განათხოვრების წესით გაატარა, რის შემდეგაც "ლელო-სარასენსს" დაუბრუნდა და ბოლო ორ სეზონში გუნდის კაპიტანი იყო:

„ლელო ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, ოჯახია, რადგან ყველაფერი, რაც ადამიანმა უნდა შეითვისოს, სწორედ მანდ ვისწავლე. შევიძინე უამრავი მეგობარი, ნათესავი, კარგი ადამიანები, რომელთაც მასწავლეს, როგორ მევლო ცხოვრების გზაზე“ – ამბობს კაპიტანი და განაგრძობს:

„როდესაც მოედანზე მერაბ კვირიკაშვილთან ერთად გადიხარ, ყველაზე დიდ ვარსკვლავთან, ვის მხარდამხარაც აქამდე მითამაშია და შენ ხარ კაპიტანი, ეს ძალიან დიდი და რთული პასუხისმგებლობაა. როდესაც მწვრთნელები ასეთ ნდობას გიცხადებენ, შენ უბრალოდ ვალდებული ხარ, ეს ნდობა გაამართლო, მოედანზე გუნდი მართო და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ვფიქრობ, ცუდი კაპიტანი არ ვიყავი (იცინის), კარგი შედეგები გვქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ამბები რომ არ მომხდარიყო, წინ უკეთესი გველოდა“.

ერთნაირი პასუხისმგებლობით

კაპიტნობა ჭყოიძისთვის სულაც არაა უცხო ხილი. როგორც ჩანს, ეს მისი ერთგვარი ნიჭია. ზემოთ ნახსენებ ახალგაზრდულ ნაკრებებში, გარდა პირველი წლისა, ის გუნდის წარმატებული კაპიტანი იყო და საქართველოს სახელით არაერთ წარმატებას მიაღწია:

„ახალგაზრდულ ნაკრებში თუ კაცთა გუნდში, როდესაც გუნდის კაპიტანი ხარ, პასუხისმგებლობა ორივეგან ერთნაირია, უბრალოდ, განსხვავება დეტალებშია – იქ საქართველოს სახელს ვიცავდი, აქ კი მშობლიური კლუბისას“.

მიმდინარე სეზონში ჩატარებული შეხვედრებიდან ჭყოიძე ქუთაისში, „აია არენაზე“ მასპინძლებთან მოპოვებულ გამარჯვებას (21:16) გამოარჩევს:

„პირველ ტურში "აიასთან" თბილისში დავმარცხდით და რევანში გვქონდა ასაღები. ძალიან ცუდ ამინდში ვთამაშობდით და პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ და დაძაბულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ქუთაისში ყოველთვის ძნელია გამარჯვების მოპოვება, ჩვენ კი ამ მოგებით მეორე ადგილზე გადავედით და ლიდერთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შევამცირეთ“.

აწყობილი სისტემით

მართალია, სეზონის დასრულება ვერ მოხერხდა და თავად მორაგბესაც სხვა კლუბში მოუწია გადასვლა, თუმცა ის ჩემპიონატის განვლილი ნაწილით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ გუნდს ამ სეზონში ჩემპიონობის მოპოვების ძალიან კარგი შანსი ექნებოდა:

„ეს იყო ერთგვარი დაბრუნება იმ წლებისა, როდესაც "ლელო-სარასენსი" ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი. კარგი სეზონი გვქონდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პირველ ადგილზე ვართ. გული მწყდება, ჩემპიონატი რომ ვერ გაგრძელდა, რადგან დარწმუნებული ვარ, მის ბოლოს ძალიან კარგი შედეგი გვექნებოდა“.

"ლელო-სარასენსი" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 21-ე საუკუნის დასაწყისში აღზევდა და 2004 წელს პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სწორედ ამ დროს მივიდა გიორგი ჭყოიძე "ლელოში". მას შემდეგ გუნდმა კიდევ 5-ჯერ იზეიმა პირველობა – ჯერ 2009 წელს და მერე ზედიზედ ოთხჯერ – 2013-16 წლებში. აღსანიშნავია, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ მსგავსი სერია არცერთ გუნდს არ ჰქონია.

ჭყოიძე თვლის, რომ ეს იმ სისტემის დამსახურებაა, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა ბათუ კევლიშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შეიმუშავეს:

„ეს სისტემის დამსახურებაა! "ლელოს" სტრუქტურაში, თბილისის სხვადასხვა უბანში ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობს. მათ პირველი გუნდის მორაგბეები ავარჯიშებენ, რომლებიც მუდამ ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ეს ბავშვებისთვის დიდი სტიმულია. მეც ვმუშაობდი ბავშვებთან 7 წლის განმავლობაში. ახალგაზრდა მწვრთნელები დიდ ენერგიას და შრომას ვდებთ ამ საქმეში. ჭაბუკთა გუნდები, ასევე ბავშვები, იმ სისტემით ვარჯიშობენ, რაც პირველ გუნდშია დანერგილი და ინტეგრირება მარტივად ხდება“.

კომფორტულად პირველ მწვრთნელთან

გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ჭყოიძე ხშირად იცვლის პოზიციას და ხან კვაჭად, ხანაც შერკინების შემკვრელად თამაშობს. ხასიათიდან გამომდინარე, საკუთარ თავს ის უფრო 2 ნომრად მოიაზრებს, თუმცა მზადაა ნებისმიერი დავალება შეასრულოს:

„ჩემთვის 2 ნომერზე თამაში უფრო კომფორტულია, რადგან ვდგავარ პირველ ხაზში, მიწევს მეტი ორთაბრძოლა და ეს ძალიან მსიამოვნებს“.

სწორედ კვაჭის პოზიციაზე შედგა ჭყოიძის სანაკრებო დებიუტი 2017 წლის თებერვალში და მას შემდეგ 11 კეპი მოიხვეჭა. განვლილ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მან განსაკუთრებით ბევრი თამაში ჩაატარა და "ბორჯღალოსნების" შედეგებით კმაყოფილია, თუმცა, როგორც ყოველთვის, მეტის მოლოდინი აქვს:

„წელს ნაკრებში ბევრ ახალგაზრდას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სასიამოვნოა, რომ მეც დიდი დრო გავატარე მოედანზე. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იყო, რომელთანაც რაგბის თამაში დავიწყე. გუნდში საუკეთესო სიტუაცია გვქონდა და მეც კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვფიქრობ, კარგი თამაშები ჩავატარეთ და ვულოცავ ლევანს ასეთ შედეგს. ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა, რუსეთთანაც რომ გვეთამაშა, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრაში ახალგაზრდა თაობასთან ერთად თავს ბოლომდე გამოვავლენდით“.

მას შემდეგ, რაც გიორგი ჭყოიძემ კარიერა პენზის "ლოკომოტივში" გააგრძელა, "ლელო-სარასენსის" კაპიტნის ტვირთი პირველმა ქართველმა ცენტურიონმა და "ბორჯღალოსანთა" საუკეთესო მექულემ, მერაბ კვირიკაშვილმა გადაიბარა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გუგა
ნაკრების ისტორიაში ყველაზე სუსტი მორკინალია
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
გორის "ჯიქი": ტიტულის შენარჩუნება უფრო რთულია
სუპერთასი - ჭყოიძის ლელო და ქართველი მსაჯები
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა
გიორგი ჭყოიძე: ეს მხოლოდ ციფრებია