ფოტო - მარიამ გაგნიძე
პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ 14-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ძალიან კარგი ნახევარი საათი ჩაატარეს, 3 ლელოთი და ერთი ჯარიმით 18 ქულა მოიპოვეს და ელიტაში პირველი გამარჯვება იზეიმეს - 21:17.
კახელებს ამისათვის სულ სამი თამაში დაჭირდათ. პატარძეულელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს სწრაფი, გაშლილი თამაში შესთავაზეს და დრამატული მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
‘არმია’ მასპინძელი იყო და ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. ‘ვეფხვებმა’ ბურთი საკუთარ 22-ში დაკარგა, მას ფეხი სანდრო მერკვილიშვილმა წაკრა, თავადვე აიტაცა და ლელო გაიტანა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახა. სტუმრებმა შორეული ჯარიმით
ტაიმის მიწურულს ‘ვეფხვებმა’ ჯარიმის კარში დარტყმაზე უარი თქვა და მეტოქის 22-ში დაახლოებით 10 წუთი გაატარა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე ‘არმიამ’ თავის ნახევარზე გაშალა ბურთი, ალექსანდრე კალმახელიძემ მარჯვენა ფრთაზე უპირატესობა შექმნა, მიხეილ გორგასლიძე მცველს სისწრაფეში გასცდა და მისი ლელო კობახიძემ გარდასახა - 17:3.
კახელები მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუენ, ტემპს უმატეს, წნეხი გააძლიერეს და ამან შედეგი 58-ე წუთზე გამოიღო - ვაჟა მამულაშვილი მბოჭავს გასცდა და ლელო გაიტანა. მალე არმიელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, სტუმრებმა ამით ისარგებლეს და 65-ე წუთზე ლაშა შალიკაშვილმა, ხოლო 70-ეზე ვალერი ლეგაშვილმა ლელოები გაიტანეს. გარდასახვები არაზუსტი იყო და ‘ვეფხვები’ 1 ქულით დაწინაურდა - 18:17.
‘არმიამ’ პასუხის გაცემა სცადა და გოდერძი ჭინჭარაულმა არეკნი დაჰკრა, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ‘ვეფხვების’ ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ ჯარიმა თავისი ნახევრიდან დაარტყა, 52 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘არმიას’ ლელოზე თამაში აიძულა. დასკვნითი წუთები მაღალ ტემპში, ხელდახელ შეტევებში წარიმართა. დავით ლაზარიშვილმა მარჯვენა ფრთიდან სტუმართა ლელოში შეაღწია, მაგრამ მანამდე ფეხი გვერდით ხაზს იქით გადადგა და ‘ვეფხვებმაც’ ისტორიული გამარჯვება გაიფორმა - 21:17. პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ 14-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ძალიან კარგი ნახევარი საათი ჩაატარეს, 3 ლელოთი და ერთი ჯარიმით 18 ქულა მოიპოვეს და ელიტაში პირველი გამარჯვება იზეიმეს - 21:17.
კახელებს ამისათვის სულ სამი თამაში დაჭირდათ. პატარძეულელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს სწრაფი, გაშლილი თამაში შესთავაზეს და დრამატული მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
‘არმია’ მასპინძელი იყო და ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. ‘ვეფხვებმა’ ბურთი საკუთარ 22-ში დაკარგა, მას ფეხი სანდრო მერკვილიშვილმა წაკრა, თავადვე აიტაცა და ლელო გაიტანა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახა. სტუმრებმა შორეული ჯარიმით მე-10 წუთზე უპასუხეს, თუმცა თბილისელები შერკინებაში უპირატესობას ფლობდნენ, 30-ე წუთზე გიორგი ლაფერიშვილი სინბინით დაისაჯა და კობახიძემაც 35 მეტრიდან გაიტანა.
ტაიმის მიწურულს ‘ვეფხვებმა’ ჯარიმის კარში დარტყმაზე უარი თქვა და მეტოქის 22-ში დაახლოებით 10 წუთი გაატარა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე ‘არმიამ’ თავის ნახევარზე გაშალა ბურთი, ალექსანდრე კალმახელიძემ მარჯვენა ფრთაზე უპირატესობა შექმნა, მიხეილ გორგასლიძე მცველს სისწრაფეში გასცდა და მისი ლელო კობახიძემ გარდასახა - 17:3.
კახელები მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუენ, ტემპს უმატეს, წნეხი გააძლიერეს და ამან შედეგი 58-ე წუთზე გამოიღო - ვაჟა მამულაშვილი მბოჭავს გასცდა და ლელო გაიტანა. მალე არმიელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, სტუმრებმა ამით ისარგებლეს და 65-ე წუთზე ლაშა შალიკაშვილმა, ხოლო 70-ეზე ვალერი ლეგაშვილმა ლელოები გაიტანეს. გარდასახვები არაზუსტი იყო და ‘ვეფხვები’ 1 ქულით დაწინაურდა - 18:17.
‘არმიამ’ პასუხის გაცემა სცადა და გოდერძი ჭინჭარაულმა არეკნი დაჰკრა, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ‘ვეფხვების’ ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ ჯარიმა თავისი ნახევრიდან დაარტყა, 52 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘არმიას’ ლელოზე თამაში აიძულა. დასკვნითი წუთები მაღალ ტემპში, ხელდახელ შეტევებში წარიმართა. დავით ლაზარიშვილმა მარჯვენა ფრთიდან სტუმართა ლელოში შეაღწია, მაგრამ მანამდე ფეხი გვერდით ხაზს იქით გადადგა და ‘ვეფხვებმაც’ ისტორიული გამარჯვება გაიფორმა - 21:17.
rugby.ge