ფოტო: მარიამ გაგნიძე
დიდი 10-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში, "ბათუმმა" დებიუტანტ პატარძეულის "ვეფხვებს" 4 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 25:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა გუნდმა მეორე მშრალზე დატოვა.
"ვეფხვები" ზღვისპირეთს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ეწვია და მატჩის უდიდესი ნაწილი დაცვაში გაატარა, თუმცა მეტოქეს ქულების ასაღებად დიდი ძალისხმევა დაჭირდა. ბათუმელებისთვის ეს მესამე გამარჯვებაა მინიმუმ ხვალ საღამომდე ისინი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან.
მასპინძლები პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და საწყის 10 წუთში 13 ქულა აიღეს. მამუკა ნინიძემ ანგარიში ჯარიმით
შესვენებამდე "ბათუმმა" კიდევ არაერთი სალელოვე შანსი შექმნა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხა. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ვეფხვები" თავს თავგანწირვით იცავდა და ტაიმის ბოლოს სწრაფ კონტრშეტევებშიც სცადა ბედი, მაგრამ ისინი უშედეგოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი კვლავ ზღვისპირელების შეტევებით დაიწყო და 54-ე წუთზე მესამე, პრემიალური ლელო გავიდა. ის კვლავ ფეხით თამაშს მოყვა და 5 ქულა დავით ტრაპაიძემ გაიფორმა. მაყურებელმა მეოთხე ლელო შეხვედრის მიწურულს იხილა. ამჯერად ფეხით ლაშა ხმალაძემ ითამაშა, ის ლელოში წესების დარღვევით არ შეუშვეს, თუმცა იერიში გოგიტა გოგიტიძემ დააბოლოვა, დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 25:0.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით