‘ლელო-სარასენსმა’ ‘არმიას’ ორივე ტაიმის მეორე ნახევარში ორ-ორი ლელო გაუტანა და დედაქალაქურ დერბიში მეტოქე ბონუსით, 33:5 დაამარცხა.
დიდ დიღომში, „ლელო-არენაზე“ გამართული პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში, უქულოდ წარიმართა. ანგარიშის გახსნის შანსი ‘არმიას’ ჰქონდა, მაგრამ ბახვა კობახიძემ კარის წინ 55 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. ‘ლელო-სარასენსი’ მე-20 წუთზე სოსო მათიაშვილის ჯარიმით დაწინაურდა. კობახიძეს წონასწორობის აღდგენა 2 წუთში შეეძლო, მაგრამ საშუალო დისტინციიდან მიზანი კვლავ ვერ გაისწორა. სამაგიეროდ, 30-ე წუთზე მათიაშვილი 45 მეტრიდანაც ზუსტი იყო - 6:0.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს. 36-ე
წუთზე ‘არმიამ’ საკუთარი დერეფანი წააგო, ნიკო აფციაურმა და გიორგი ჭყოიძემ ცენტრში დაარტყეს, ბურთი სწრაფად ჩათამაშდა მარცხნივ, სადაც დემე თაფლაძე გაიქცა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. გაწითლებულ დროზე ‘ლელო-სარასენსმა’ დერეფნიდან შეუტია, მორკინალების დარტყმის შემდეგ სივრცე გაჩნდა, რითაც ბექა მამუკაშვილმა ისარგებლა და მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო - 20:0.
მიუხედავად ასეთი სხვაობისა, მათიაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო. 54-ე წუთზე ალექსანდრე მერკვილიშვილმა ერთადერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ კიდიდან კობახიძის გარდასახვა ძელმა აისხლიტა.
‘არმია’ ანგარიშში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ მე-60 წუთზე კობახიძე სინბინით დაკარგეს, იქვე ‘ლელო-სარასენსმა’ მოლით შეუტია და გრიგორ ქერდიყოშვილმა ის ლელოთი დაასრულა. მატჩის მიწურულს ‘არმიამ’ შეტევაში დაკარგა ბურთი, ის აკაკი ტაბუცაძემ აიტაცა, დაახლოებით 70 მეტრი მაღალ სიჩქარეზე ირბინა და ‘ლელო-სარასენსს’ ბონუსიც მოუპოვა - 33:5.
დიდ დიღომში, „ლელო-არენაზე“ გამართული პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში, უქულოდ წარიმართა. ანგარიშის გახსნის შანსი ‘არმიას’ ჰქონდა, მაგრამ ბახვა კობახიძემ კარის წინ 55 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. ‘ლელო-სარასენსი’ მე-20 წუთზე სოსო მათიაშვილის ჯარიმით დაწინაურდა. კობახიძეს წონასწორობის აღდგენა 2 წუთში შეეძლო, მაგრამ საშუალო დისტინციიდან მიზანი კვლავ ვერ გაისწორა. სამაგიეროდ, 30-ე წუთზე მათიაშვილი 45 მეტრიდანაც ზუსტი იყო - 6:0.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს. 36-ე
მიუხედავად ასეთი სხვაობისა, მათიაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო. 54-ე წუთზე ალექსანდრე მერკვილიშვილმა ერთადერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ კიდიდან კობახიძის გარდასახვა ძელმა აისხლიტა.
‘არმია’ ანგარიშში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ მე-60 წუთზე კობახიძე სინბინით დაკარგეს, იქვე ‘ლელო-სარასენსმა’ მოლით შეუტია და გრიგორ ქერდიყოშვილმა ის ლელოთი დაასრულა. მატჩის მიწურულს ‘არმიამ’ შეტევაში დაკარგა ბურთი, ის აკაკი ტაბუცაძემ აიტაცა, დაახლოებით 70 მეტრი მაღალ სიჩქარეზე ირბინა და ‘ლელო-სარასენსს’ ბონუსიც მოუპოვა - 33:5.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით