მარნეულის ‘არმაზმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ 15:6 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდა.
ნომინალური მასპინძლებიდან 15-ივე ქულა რეზი ჯინჭველაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 4 ჯარიმა და 1 არეკნი გაიტანა.
საწყისი 10 წუთი ‘არმაზის’ იყო და ჯინჭველაშვილმა კარში ორჯერ დაარტყა, რომელთაგან ერთი ზუსტი იყო. თენგიზ პერანიძემ მე-15 და მე-19 წუთებზე ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი ‘ლელო-სარასენსმა’ 6:3 მოიგო, თუმცა მთელი საათის განმავლობაში მონაგარს ვეღარაფერი შემატა. ამის შანსი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ პერანიძეს საშუალო დისტანციიდან ორი ჯარიმა გაუცუდდა.
მეორე ტაიმი ჯინჭველაშვილის ჯარიმით დაიწყო, რომელმაც
42 მეტრიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 53-ე წუთზე იმავე პოზიციიდან ‘არმაზი’ დააწინაურა. ‘ლელო-სარასენსს’ ანგარიში 64-ე წუთზე უნდა გაეთანაბრებინა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა, ხოლო ორიოდე წუთში ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა.
დასკვნით 5 წუთში ანგარიში კიდევ ორჯერ შეიცვალა და ორივეჯერ ‘არმაზის’ სასარგებლოდ. 75-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსი’ შეტევაში დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილი 45 მეტრიდან ზუსტი იყო, ხოლო გაწითლებულ დროზე მანვე მესამე ცდით არეკნიც გაიტანა და ‘ლელო-სარასენსს’ ბონუსის აღების საშუალებაც არ მისცა - 15:6.
ახლა დიდი 10 დიდ შესვენებაზე გავიდა და მე-9 ტური 30 ნოემბერს, სანაკრებო თიბისი რაგბის სერიების დასრულების შემდეგ დაიწყება.
ნომინალური მასპინძლებიდან 15-ივე ქულა რეზი ჯინჭველაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 4 ჯარიმა და 1 არეკნი გაიტანა.
საწყისი 10 წუთი ‘არმაზის’ იყო და ჯინჭველაშვილმა კარში ორჯერ დაარტყა, რომელთაგან ერთი ზუსტი იყო. თენგიზ პერანიძემ მე-15 და მე-19 წუთებზე ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი ‘ლელო-სარასენსმა’ 6:3 მოიგო, თუმცა მთელი საათის განმავლობაში მონაგარს ვეღარაფერი შემატა. ამის შანსი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ პერანიძეს საშუალო დისტანციიდან ორი ჯარიმა გაუცუდდა.
მეორე ტაიმი ჯინჭველაშვილის ჯარიმით დაიწყო, რომელმაც
დასკვნით 5 წუთში ანგარიში კიდევ ორჯერ შეიცვალა და ორივეჯერ ‘არმაზის’ სასარგებლოდ. 75-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსი’ შეტევაში დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილი 45 მეტრიდან ზუსტი იყო, ხოლო გაწითლებულ დროზე მანვე მესამე ცდით არეკნიც გაიტანა და ‘ლელო-სარასენსს’ ბონუსის აღების საშუალებაც არ მისცა - 15:6.
ახლა დიდი 10 დიდ შესვენებაზე გავიდა და მე-9 ტური 30 ნოემბერს, სანაკრებო თიბისი რაგბის სერიების დასრულების შემდეგ დაიწყება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით