დაძაბული მატჩის უმეტესი დრო მასპინძლები ლიდერობდნენ, თუმცა ისე, როგორც პირველ წრეში, გადამწყვეტი ლელო მიწურულს გაუშვა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა
თამაში თბილისელების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ჯარიმები კარში არ დაარტყეს, ვერც ლელო გაიტანეს და 15-წუთიანი დომინირება უქულოდ დაასრულეს. ‘ვეფხვებმა’ პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულა: რეზი ბროძელმა ბურთი ფეხით გადაკიდა, მას ლაშა შალიკაშვილი მიყვა და ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მალე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე
‘ვეფხვებმა’ მეორე ლელო მეორე ტაიმის მე-15 წუთზე გაიტანა: ‘ლელო-სარასენსი’ მეტოქეს დერეფანში არ შეეწინააღმდეგა, ალექსი მუჩიაშვილმა თავად შეუტია, ხაზი სუფთად გაჭრა და მიზნამდე წინააღმდეგობის გარეშე ირბინა. სტუმრებმა იქვე უპასუხეს, შერკინების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ხაზი გაჭრა, ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და ბექა მამუკაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა.
‘ლელო-სარასენსმა’ თამაში ააჩქარა 67-ე წუთზე დაწინაურდა. ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და ამჯერად ლელო ტაბუცაძემ მიითვალა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვა ძელის გავლით გაიტანა. ლაშა გურგენიძემ საკუთარ გუნდს ლიდერობა 74-ე წუთზე, ჯარიმით დაუბრუნა, თუმცა ‘ვეფხვებმა’ ბოლო შეტევას ვეღარ გაუძლეს, ირაკლი ყიასაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:16.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით