© ანი ბერთლანი
დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ ‘აკადემიას’ მინიმალური სხვაობით, 14:13 სძლია და სატურნირო ცხრილში მეტოქეს გაუტოლდა.
დიდი 10-ის მე-7 ტური დიდ დიღომში, ახლო ჯახით გაიხსნა. ანგარიში სტუმრებმა დავით მოძღვრიშვილის შორეული ჯარიმით გახსნეს. ‘აკადემია’ შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რასაც 24-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსის’ ბურჯის, ნიკა კაპანაძის სინბინი მოყვა, 28-ე წუთზე კი მოძღვრიშვილმა ანგარიში 6:0 გახადა.
კაცნაკლულმა მასპინძლებმა ორ წუთში უპასუხეს - მერაბ კვირიკაშვილმა ცენტრში ხაზი გაჭრა, მარჯვნივ აკაკი ტაბუცაძე მოძებნა, რომელიც სისწრაფეში მბოჭავს გაექცა და ლელო გაიტანა. ირაკლი ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა
მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში, ყიასაშვილმა გასატანი პოზიციიდან კიდევ სამი ჯარიმა შეასრულა და პირველი ორი გაიტანა. ‘აკადემიამ’ 66-ე წუთზე ლელო-გარდასახვის გაქვითვა მოახერხა. მათ დერეფნიდან მოლი დააყენეს, რომელმაც დაახლოებით 8 მეტრი იარა და ბურთი გელა მახარაშვილმა დაამიწა, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა.
უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილი დრო ‘ლელო-სარასენსის’ შეტევებში გაილია, მაგრამ მათ ქულა ვერ აიღეს და ბონუსი ‘აკადემიასაც’ შეხვდა - 14:13.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით