რუსთავის "ხარების" კაპიტანმა გიორგი ბასილაიამ განვლილი ცხოვრების ნახევარი მშობლიურ კლუბში გაატარა. 27 წლის მგეზავი 13-14 წლის იყო, როდესაც ძმის მეგობრების რჩევით რაგბიზე მივიდა და დაახლოებით 1 კვირაში ისე "მოიწამლა", მას შემდეგ რაგბისა და "ხარების" გარეშე დღეც არ გაუტარებია.

როცა მან თავისი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას დაუკავშირა, რუსთავში თითქმის არანაირი პირობები არ არსებობდა, მაგრამ ამან გიორგი ვერ შეაჩერა:

"რაგბიზე ძმის მეგობრების რეკომენდაციით მივედი და 1 კვირის შემდეგ რაგბის გარეშე ერთი დღეც არ გამიტარებია. არ მახსენდება, როდისმე ვარჯიში გამეცდინოს. მწვრთნელებმა – ზაზა ხუციშვილმა და დავით კაკაბაძემ სპორტის ეს სახეობა ბოლომდე შემაყვარეს. სავარჯიშოდ პრაქტიკულად არანაირი პირობები არ გვქონდა, სკოლის გვერდზე ვვარჯიშობდით, მაგრამ მომწონდა, რომ ყველა ერთმანეთის გვერდში ვიდექით, თუ ვინმეს რამე შეეშლებოდა ვამხნევებდით და მის შეცდომას მეორე ასწორებდა".

საუკეთესო პერიოდი

ნიჭიერი მორაგბე ყურადღების მიღმა არც ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს დარჩენიათ. ბასილაიმ ჯერ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, მერე 19-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და 2012 წელს, 20-წლამდელებთან ერთად "მსოფლიო რაგბის" "ალაფაზე" სოლტ ლეიკ სიტიში გაემგზავრა.

"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე კარგი პერიოდი იყო. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცა და თუ რაგბიში რამეს მივაღწიე, ეს სწორედ ამ წლებში იყო. სულ მესმოდა, რომ საქართველოს დროშის ქვეშ დადგომა განსაკუთრებული შეგრძნება იყო, მაგრამ სანამ მე თვითონ არ დავდექი, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. როდესაც გადიხარ მოედანზე და ისმენ შენი ქვეყნის ჰიმნს, რაღაც გემართება, უფრო მობილიზებული ხდები, ენერგია გემატება და მზად ხარ, ყველაფერი გაიღო" – იხსენებს საუკეთესო პერიოდს ბასილაია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები "ალაფის" მოსაგებად იყო ჩასული და მიზანთან ახლოს იყო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე იაპონიასთან მცირედით დამარცხდა (29:36). მესამე ადგილისთვის ტონგას ეომა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა – 29:31.

პირობები = ხარისხს და პოპულარობას

მას შემდეგ, რაც რუსთავში საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიერ აგებული რაგბის სტადიონი გაიხსნა (2013 წელი), რომელსაც ორი – ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედანი აქვს და რომლის ბუნებრივსაფარიან მოედანზე 2889 მაყურებელი ეტევა, რუსთავში რაგბის პოპულარობა გაიზარდა და ეს ნელ-ნელა შედეგებზეც აისახა. გუნდი მესამე სეზონია ექვსეულში ხვდება და შარშან ფინალიც ითამაშა, რითაც 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხა მედლების მოპოვება.

"ახლა რაგბიზე უფრო მეტი ბავშვი მოდის, ვიდრე წინა წლებში და ეს ბუნებრივიცაა – პირობები გაჩნდა და რაგბიც რუსთავში უფრო მოთხოვნადი გახდა. ადრე თუ გაწვიმდებოდა, ვარჯიში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, ახლა კი ამ მხრივ პრობლემა არაა" – ამბობს ბასილაია და ამავდროულად, მწვრთნელების მიერ გაწეულ შრომას აღნიშნავს:

"მამუკა მინდორაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი შრომა გაწიეს მწვრთნელებმა. მისი დამსახურებით "ხარები" უფრო მრავალმხრივ, სანახაობრივ თამაშს აჩვენებს. ბიჭებსაც დიდი დრო გვაქვს ერთად გატარებული. განვვითარდით, მწვრთნელებს მხარში ვუდგავართ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის".

მიზანი წელსაც ფინალია

ბასილაია მშობლიური გუნდის კაპიტანია, რასაც ის "დიდ პასუხისმგებლობად და ნდობად" აღიქვამს.

"ხარებმა" მიმდინარე სეზონის 14 მატჩიდან 8 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ჯამში 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერებს. საგულისხმოა, რომ 5 წაგებული თამაშიდან, რუსთაველებმა სამი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდებისგან განიცადეს:

"ალბათ, მეტოქის შეუფასებლობასთან გვაქვს საქმე და სუსტ გუნდებთან მობილიზება გვაკლია. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოედანზე სხვა განწყობით გავდივართ, რადგან ვიცით, წინ დიდი ბრძოლა გველოდება და ამ ბრძოლას შედეგი მოჰყვება".

გიორგი იმედოვნებს, რომ ჩემპიონატში, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა განახლდეს, "ხარები" შეძლებს ფინალში გასვლას და მინიმუმ შარშანდელი შედეგის გამეორებას:

"შარშან "ბათუმი" რეგულარულ ჩემპიონატში ორჯერ დავამარცხეთ, მაგრამ პლეი-ოფში მათთან ორჯერ (შესარჩევ პლეი-ოფში და ფინალში) დავმარცხდით. იქ სულ სხვა გუნდთან მოგვიწია თამაში, ვიდრე რეგულარულ გათამაშებაში. ბათუმელები ბევრად უფრო სწრაფად თამაშობდნენ, ვიდრე მანამდე და ეს ჩვენთვის მოულოდნელობა იყო. გარდა ამისა, ჩვენ მთელი სეზონი, ფაქტობრივად, შეუცვლელად, ერთი და იგივე შემადგენლობით ვთამაშობდით და როგორც ჩანს, ენერგია აღარ გვეყო".

"წელს ჩვენი მიზანი იმავე შედეგის გამეორებაა. ფინალში უნდა გავიდეთ და მერე ვნახოთ, იქ რა მოხდება. გამოცდილება წელს უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე შარშან და ჩემპიონობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით. ვნახოთ, მთავარია ფინალში გავიდეთ და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ისევე, როგორც სხვა გუნდების მორაგბეები, "ხარების" წევრებიც განვლილ პერიოდში ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ – დარბოდნენ და სახლის პირობებში ემზადებოდნენ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. 22 მაისიდან გუნდებს სპეციალური პირობების დაცვით, ეტაპობრივად შეეძლებათ ვარჯიშების განახლება და "ხარებიც" მზადებას მცირე ჯგუფებად განაახლებს.

ნიკას გარეშე…

ცოტა ხნის წინ, კარანტინის პირობებში, რუსთავის "ხარებს" თავს დიდი ტრაგედია დაატყდა. 6 მაისს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა 23 წლის კვაჭი ნიკა კევლიშვილი…

"ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც ხელიდან მეგობარი გამოგვაცალა. ნიკას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება"…

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი