თბილისის "აკადემიამ" დიდი 10-ის მე-16 ტურში სტეფანწმინდის "ყაზბეგს" 22:19 სძლია და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

„მხატვრებს“ 30 ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება, თუმცა მე-6 ადგილს 8 ქულა აშორებთ, მე-8 ადგილზე მყოფ "ხვამლს" კი – 5. უფრო რეალურია, რომ "აკადემიამ" ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწიოს და შესაბამისად, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გადათამაშება აირიდოს. ამისათვის ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს.

"ყაზბეგს" მცირედი სხვაობით ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 40 მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა, თუმცა ორივე დარჩენილი შეხვედრის გამართვა ლიდერებთან უწევს ("ლელოსთან" და "ხარებთან") და საპლეიოფო ზონაში დასარჩენად გარჯა მოუწევს.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა და სადებიუტო წუთებში ამ შეცდომებს 3 ლელო მოჰყვა. მთლიანობაში, სტეფანწმინდელებმა უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა. პირველ ტაიმში ბურთს "აკადემია" აკონტროლებდა, შესვენების შემდეგ კი "ყაზბეგმა" მოახერხა გარკვეული დროით ინიციატივის დაუფლება, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად გამოცდილება დააკლდა.

ანგარიში მე-6 წუთზე "ყაზბეგმა" გახსნა – დათო აბდუშელიშვილმა სანდრო მარგიანს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და ლელო გაიტანა, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახა. თბილისელებმა მალევე ორი ლელოთი უპასუხეს და უპირატესობა მოიპოვეს. "აკადემიამ" ბურთი თამაშში შეიყვანა და თავადვე მოიპოვა, არაზუსტი პასის შემდეგ სტეფანწმინდელებიც შეცდნენ, გიორგი მიქანაძემ ოფლოუდით გარღვევაზე გიორგი ჭუაძე გაიყვანა, რომელმაც ორი მბოჭავი ხელით ჩამოიშორა და ლელო ალამთან დაამიწა.

მე-12 წუთზე "აკადემიამ" თავის ნახევარზე სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყო. შეცდომების სერიის შემდეგ მარცხენა ფრთაზე ჭუაძე გაიჭრა, ოფლოუდი ჯიმი ღამბაშიძემ ვერ აიღო, თუმცა ბურთს ფეხი წაჰკრა და ლელოში დაახტა. მარგიანმა გარდასახა. მალე ლუკა ივანიშვილმა მიხეილ ახობაძეს გააჭრევინა ხაზი, მაგრამ ვიდეორეფერიმ წინ პასი დააფიქსირა და ლელო სამართლიანად გააუქმა. 28-ე წუთზე მარგიანმა კარის წინიდან ჯარიმით 3 ქულა აიღო და ტაიმი სტუმრებმა 15:7 მოიგეს.

მეორე ტაიმი "ყაზბეგის" შეტევებით დაიწყო და ტალახაძეს ჯარიმით შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ შორიდან დარტყმა გაუფუჭდა. შემდეგ ეპიზოდში სტეფანწმინდელებმა კარში დარტყმებზე უარი თქვეს და 51-ე წუთზე მოლი ლუკა ჩქარეულის ლელოთი დასრულდა. "აკადემიამ" ტემპს მომენტალურად უმატა და 58-ე წუთზე ლელო გაიტანა. როდესაც ახობაძემ მარცხენა ფრთაზე ბურთი სისწრაფეში მიიღო, ის ვეღარავინ შეაჩერა, მარგიანმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

"ყაზბეგმა" ბოლომდე იბრძოლა, ძალისმიერი თამაშით დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, რასაც 70-ე წუთზე ლევან ქუშაშვილის ლელო მოჰყვა, ხოლო საბა ნიკოლაშვილმა გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. სულ ბოლოს სტეფანწმინედელები მოლით ეცადნენ გამარჯვების ლელოს გატანას, მაგრამ ბურთი კოტე ნახუცრიშვილმა წესების დაცვით აართვა და "აკადემიას" 22:19 მოაგებინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ივანიშვილი გახდა.

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა
[VIDEO] ცარიელი კარის წინ დემბელეს მოქმედებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა? - შეუძლებელია! დღეს სრული "ფეიქი" იყო" - რიოლო კვარაცხელიას კვლავ აკრიტიკებს
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა