შიდა ჩემპიონატები სექტემბერში იწყება

AutoSharing Option
2023/24 წლების საქართველოს კაცთა ლიგები ერთიმეორის მიყოლებით, სექტემბრის პირველ სამ კვირაში იწყება.

დიდი 10-ის მომავალ სეზონში 7 ქალაქის 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: რუსთავის "ხარები", ბათუმის "ბათუმი", თბილისის "ლელო-სარასენსი", "ხვამლი" და "აკადემია", ქუთაისის "აია" და "არესი", ბოლნისის "ყოჩები", სტეფანწმინდის "ყაზბეგი" და ოზურგეთის "არწივები".

პირველი ტურის თამაშები 8-10 სექტემბერს გაიმართება. დიდი 10-ის დებიუტანტი "არწივები" ქვეყნის ჩემპიონ "‘ხარებს" მასპინძლობს; "აკადემია" "ბათუმს" მიიღებს; "დედაქალაქურ დერბიში" "ხვამლი" "ლელოს" ეთამაშება; "ყაზბეგი" "აიას" დაუხვდება; "არესი" კი "ყოჩებს" ერკინება.

მანამდე, 26-27 აგვისტოს, იწყება დუბლშემადგენლობების პირველობა, რომელშიც ექვსი გუნდი
მიიღებს მონაწილეობას. პირველ ტურში ისინი ასე დაწყვილდნენ: აია – ლელო; არესი – ხვამლი; ყოჩები – ბათუმი.

სექტემბრის შუაში, 15-17-ში, აიღებს სტარტს პირველი ლიგის გათამაშება, სადაც ასევე 10 გუნდი ითამაშებს: ლოკომოტივი (თბილისი), არმია (თბილისი), ტაო (სამცხე-ჯავახეთი), არმაზი (მარნეული), ვეფხვები (პატარძეული), გორი (გორი), ბაგრატი (ქუთაისი), მათე (ჭიათურა), იუნკერები (თეთრიწყარო), დინოზავრი (წყალტუბო).

კაცთა ლიგებიდან ყველაზე ადრე, 1-ელ სექტემბერს, იწყება რეგიონული ლიგა, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში 10, ხოლო დასავლეთში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

აღმოსავლეთი: ბორჯომი (ბორჯომი), რუსთავი (რუსთავი), წიქარა (თბილისი), სოხუმი (თბილისი), გარდასახვა (თბილისი), პატარძეული (პატარძეული), ჭადარი (თელავი), არაგველები (თბილისი), ლაშარი (თბილისი), ივერიელი (თბილისი).

დასავლეთი: კოლხი რაინდები (ფოთი), ფენიქსი (სამტრედია), აიეტი (ვანი), მეკობრეები (ბათუმი), ჯანი (ჩოხატაური), რაგბის კლუბი ზუგდიდი, ფირალები (ქედა).

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული