თბილისის ‘ლელომ’ დიდი 10-ის სტარტზე ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლიდერობს.

წინა ხუთი შეხვედრისგან განსხვავებით, დიდ დიღმელებმა ამჯერად მეტოქეს 3-ით მეტი ლელო გაუტანეს (5/2) და პირველი ბონუსიც აიღეს, თუმცა ფოთის „პარკი არენაზე“ სტუმრებს დებიუტანტ ‘არწივებთან’ დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ.

მზიან დარში თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ‘არწივებმა’ პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტია. ‘ლელო’ ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას შეცდა, ლუკა კოხიამ და სერჯიო სტალმესტერმა კარგად იარეს, რასაც მოლი, მორკინალების ორი დარტყმა და რიჩარდ ნდერელანგის ლელო მოყვა. ბახვა კობახიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა, თუმცა მალევე ჯარიმა გაუცუდდა.

‘ლელომ’ პირველი შეტევის ორგანიზება მე-14 წუთზე შეძლო, დერეფნიდან მოლი ააგორა და ნიკა ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა. გელა ხელაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ნელ-ნელა სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა და 28-ე წუთზე მორიგ მოლს საჯარიმო ლელო მოყვა. ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათით დაისაჯა გურამ სანიკიძე, თუმცა კაცნაკლულმა ‘არწივებმა’ ორჯერ მიიღეს ჯარიმის კარში დარტყმის შესაძლებლობა, სერჯიო სტალმისტერმა ორივე ზუსტად შეასრულა და სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა.

თამაში რომ განახლდა საკუთარ 22-ში უკვე მასპინძლები დაჯარიმდნენ. ‘ლელომ’ დერეფნიდან შეუტია და ნიკა სვიმონიშვილმა ლელო გაიტანა, ხელაძემ კი გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 13:21.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტალმესტერმა ჯარიმით კიდევ 3 ქულა აიღო. ‘ლელომ’ პასუხად დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაათამაშა და სანდრო ქოიავამ ლელო გაიტანა. ხელაძემ გარდასახა. ‘არწივები’ თამაშში 58-ე წუთზე, ლამაზი ლელოთი დაბრუნდა. ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მარვინ ფრედერიქსმა შებრუნებული პასით სივრცეში ჯაბულანი მკულვანი შეიყვანა, რომელმაც ხაზი სუფთად გაჭრა, ბოლო მცველს კარის წინ შემოურბინა და ლელო გაიტანა. სტალმესტერმა გარდასახვით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა.

გარკვეული პერიოდით ‘არწივები’ ინიციატივას დაეუფლა და ‘ლელო’ საკუთარ 5-მეტრიანში წნეხში მოაქცია, მაგრამ სტუმრებმა თავი დაიცვეს, მერე თავად შეუტიეს, შალვა აფციაურმა ხაზი გაჭრა და ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. ვაჟა მიქაძემ გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 35:23 სტუმრების სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ კვაჭი ნიკა ბაბუნაშვილი გახდა.

RUGBY.GE

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება