დიდი 10 | ლელო 0:22 ბათუმი

AutoSharing Option
‘ბათუმმა’ ‘ლელოს’ დიდ დიღომში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და „ლელო არენაზე“ ბონუს-ქულით, 22:0 დაამარცხა.

‘ლელომ’ ‘შავი ლომის’ მოთამაშეები მოისაკლისა, რაც მყისიერად აისახა გუნდის თამაშზე და ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ, სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ამრიგად, 7 ტურის შემდეგ დიდ 10-ში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა, თუმცა ‘ლელო’ 25 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს და 3-ით უსწრებს ‘ყოჩებს’, 4-ით კი ‘ბათუმს’.

‘ბათუმმა’ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ამავდროულად, „სარბიელის სინსაც“ დაეუფლა, რომელიც ‘ლელოს’ აქამდე ამ სეზონში ხელიდან არ გაუშვია.

სტუმრები მატჩის
დებიუტშივე დაეუფლნენ უპირატესობას და დურმიშხან ჯაბნიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-18 წუთზე ბათუმელთა თანმიმდევრულ შეტევას უკვე ამირ ჰენდრიქსის ლელო მოყვა. ირაკლი ყიასაშვილს მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა მისი დარტყმული ჯარიმა ჯერ ძელმა აისხლიტა, მერე ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ასცდა და ტაიმი 0:8 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა ‘ბათუმმა’ თავი დაიცვა, 46-ე წუთზე შერკინებიდან ვანო ფუტკარაძემ შეუტია და ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა გიორგი თხილაიშვილი და მეორე ლელო გაიტანა. დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა. 70-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი დარჩა, მერე ‘ლელომ’ საკუთარ 22-ში მოკლე დერეფანი დააყენა, ბურთი დაკარგა და ლაშა ფოფხაძემ პრემიის მომტანი ლელო გაიტანა. ჯაბნიძემ გარდასახა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ბათუმმა’ სეზონში მე-4 გამარჯვება ჩაიწერა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თხილაიშვილი გაიხდა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული