„მხატვრებმა“ მშრალი ანგარიშით მეოთხე შეხვედრა დათმეს, 15 თამაშის შემდეგ კვლავაც უქულოდ არიან და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი აღარ დარჩათ.
მასპინძელთა მხრიდან 4-4 ლელო გაიტანეს ნგლენ თაკაუტინმა და ირაკლი ცხადაძემ, ანდრო ახვლედიანმა დუბლი შეასრულა, იაგო ხილაძემ, ირაკლი თევზაძემ, გოგა კობახიძემ, ზაალ ცქიფურიშვილმა და ლაშა ხურცილავამ კი 5-5 ქულა მიითვალეს. გიორგი თევდორაძემ შვიდი, ბონდო აბაშიძემ ოთხი, ლაშა ხურცილავამ კი ერთი გარდასახვა შეასრულა.
ამ გამარჯვების შემდეგ