"ბორჯღალოსნებს" ნოემბრის ტესტებში მეტოქეები შეუცვალეს?

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივნისის ტესტები დაასრულა. წინ ნოემბრის ტესტებია, რომლებიც, როგორც ჩანს, სულ სხვა მეტოქეებთან მოგვიწევს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

18 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" უელსს ეწვევიან და "პრინსიპალიტის" სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ამ ტესტს არაფერი ემუქრება.

დანარჩენ ორ შეხვედრაში ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ტონგა და ფიჯი იყვნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია რაგბის კავშირის საიტიდან ამოღებულია.

სამაგიეროდ, თუ "ვიკიპედიას" დავუჯერებთ, 11 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის ნაკრები ეწვევა, ხოლო 25 ნოემბერს - კანადა. უკვე მითითებულია სტადიონიც - ვაკის არენა.

ფიჯი მე-10 ადგილზეა რეიტინგში,
ხოლო ტონგა - მე-13-ზე. აშშ მე-17-ეა, ხოლო კანადა - 23-ე. რა თქმა უნდა, ოკეანელთა სტუმრობა უფრო ოპტიმალური იქნებოდა "ბორჯღალოსნების" და გულშემატკივრებისთვისაც.
მკითხველის კომენტარები / 21 /
სასწრაფოდ გააკეთოს რაგბის კავშირმა რეაგირება!დაუკავშირდნინ და გაარკვიონ ყველაფერი,ამასთანავე დაუყოვნებლივ აგვიხსნან გულშემატკივრებს რა ხდება?რაღაცეები უარესობისკენ იცვლება ,და ეს ძალიან ცუდია.პატრონი და დაცვა ჭირდება ქარტული რაგბის ინტერესებს!
ვახო
27 ივნისი 2017 08:37
0
Rodemde unda vtkepnot erti adgili.rumineti ruseti kanada sircxvilia ra.ragbis kavshiris prezidenti ashkarad arafris maqnisia rogorc cina
Oto
27 ივნისი 2017 01:43
0
რას მიკეთებს ნიჟარაძე იქ თუ არაფრის თავი აქვს სახლში და უკეთესად ვინც მიხედავს ის გაუშვით
კახა
26 ივნისი 2017 23:42
0
არა მგონია ბობოლებს ჩვენი ეშინოდეთ, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია. იაპონიას და კუნძულელებს სტუმრობენ კიდეც, ჩვენ კი? აქამდე არცერთი არ ჩამოსულა ეს კი უკვე რაღაც შეთქმულებას უფრო გავს. რუმინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკელებს უკეთესი ტესტები აქვთ, ვიდრე ჩვენ...დარწმუნებული ვარ რამოდენიმე წელიწადში სანანებელი გაუხდებათ მსგავსი დამოკიდებულება.
murtalo
26 ივნისი 2017 22:52
0
ძალიან ცუდი თუ ეს სიმართლეა!!!იაპონიაში ფიჯი ყველა ვარიამტში ჩვენს ჯგუფშია და მეორე ან აშშ ან კანადა იქნება, ასე რომ მომავალი მეტოქეობის მიზეზით არ შეცვლიდნენ. ვეთანხმები, რომ განსაკუთრებით რეიტინგის ზრდის კუთხით მართლაც არაფრის მომცემი თამაშები დაგვიგეგმეს შემოდგომაზე. თხივნა მაქვს თუ ვინმემ იცით დაწერეთ თუ შეიძლება რეალურად რა მიზეზით მოხდა ეს ცვლილება. შარშანდელი ნოემბრის ტესტწბი გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ვიდრე დაგეგმილი.
პაატა
26 ივნისი 2017 22:32
0
დაუმსახურებელი გადაწყვეტილება იქნება თუ გამართლდა, როგორ შეიძლება ისეთი გუნდების დანიშვნა თბილისურ მეტოქეებად რომლებსაც გასვლაზე ვუგებთ, მერე რა რომ ადრე მოგვიგეს, ხომ აშკარაა რომ ამ გუნდებზე წინ ვართ, ნეტა არ გვაქვს უარის თქმის უფლება, არ გვინდა ამ ბაძუნგალა კანადასთან თამაშითქო რომ ვთქვათ, ბიჭებსაც დარწმუნებული ვარ მოტივაცია ნაკლები ექნებათ ამ თამაშზე და მიდგომითაც თუ უგულოდ მიუდგნენ და შემთხვევით წააგეს ან მწვრთნელმა გადაწყვიტოს ახალგაზრდების გამოცდა და ვერ მოვუგოთ ახალგაზრდებით, რეიტინგში უზარმაზარ უკუნახტომს გავაკეთებთ, ამდენი წლის ნალოლიავებ და ნაგროვებ ქულებს ვაყენებთ უსაფუძვლო საფრთხის წინაშე, ასეთმა გუნდებმა ჯერ თავის ქვეყანაში უნდა მოგვიგონ რომ ჩვენს მოედანზე დაიმსახურონ თამაში
ზურა
26 ივნისი 2017 22:23
0
ერთი 6- ერის გუნდი გამოუშვან აქ სათამაშოდ. ეს კი თუ მართალია.. ცუდია.
kaxa
26 ივნისი 2017 21:41
0
მგონი ოკეანელები აგვარიდეს როგორზც
სავარაუდო მეტოკეები
მერაბი
26 ივნისი 2017 20:27
0
არაფერიც არ გადაიღუნება :(. თუ მოვიგეთ, მხოლოდ აშშ-სთან დაგვეწერება ცოტა ქულები, თუ შემთხვევით ვერ მოვიგეთ - სერიოზულად დაგვაკლდება. ტონგა და ფიჯი ყველაფრით ჯობდა
მერაბი
26 ივნისი 2017 20:00
0
ცუდია,თუ გამართლდა,მაგრამ რატომ შეცვალეს?ათეულის ორ გუნდთან ერთ ციკლში ორი შეხვედრა,ძალიან კარგი იქნებოდა,სწორედ ეგ გვჭირდება.
სოსო
26 ივნისი 2017 19:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული