"ბორჯღალოსნებს" ნოემბრის ტესტებში მეტოქეები შეუცვალეს?

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივნისის ტესტები დაასრულა. წინ ნოემბრის ტესტებია, რომლებიც, როგორც ჩანს, სულ სხვა მეტოქეებთან მოგვიწევს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

18 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" უელსს ეწვევიან და "პრინსიპალიტის" სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ამ ტესტს არაფერი ემუქრება.

დანარჩენ ორ შეხვედრაში ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ტონგა და ფიჯი იყვნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია რაგბის კავშირის საიტიდან ამოღებულია.

სამაგიეროდ, თუ "ვიკიპედიას" დავუჯერებთ, 11 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის ნაკრები ეწვევა, ხოლო 25 ნოემბერს - კანადა. უკვე მითითებულია სტადიონიც - ვაკის არენა.

ფიჯი მე-10 ადგილზეა რეიტინგში,
ხოლო ტონგა - მე-13-ზე. აშშ მე-17-ეა, ხოლო კანადა - 23-ე. რა თქმა უნდა, ოკეანელთა სტუმრობა უფრო ოპტიმალური იქნებოდა "ბორჯღალოსნების" და გულშემატკივრებისთვისაც.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ოკეანელები უფრო საინტერესო იქნებოდა ერთისმხრივ, მეორესმხრივ, იქნებ საბოლოოდ დაიღუნოს აქ ორივე უხერხული მეტოქე :)
Android
26 ივნისი 2017 19:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული