"ბუნებრივი კონდიციებიდან გამომდინარე, კანადასთან ასეთი რთული მატჩი მე არ მითამაშია. არ მინდა წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ გასახდელში რომ შევედით, ვკანკალებდით. თითქოს არც ისეთი დაბალი ტემპერატურა იყო, თუმცა ისეთი ქარი იყო და ისეთი სველები ვიყავით, რომ ბავშვებივით ვცახცახებდით გასახდელში.
შეხვედრა რომ ლამის ვერ გვიხაროდა, ისე გვციოდა. მერე კი ამერიკაში წავედით და პირიქით მოხდა ყველაფერი. სიცხისგან მოგება ვერ გვიხაროდა (იღიმის).
ტემპერატურის გამო სწრაფად გადაადგილება რ