"ბორჯღალოსნების" მესამე მეტოქე 2019 წლის მსოფლიო თასზე ცნობილია

AutoSharing Option
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფში "ბორჯღალოსნების" მესამე მეტოქის ვინაობა ცნობილია.

დღეს, 8 ივლისს გამართულ ოკეანეთის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრაში ფიჯის ნაკრებმა ტონგას 14:10 მოუგო, პირველი ადგილი გაინაღდა და შედეგად, იაპონაში გასამართ მსოფლიო თასზე ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, საქართველოსა და ამერიკა 2-თან ერთად ითამაშებს.

იაპონიაში გასამართ ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა კანადისა და ურუგვაის დაპირისპირებაში მოგვიანებით გაირკვევა.

შეცვლილი შესარჩევი სისტემა
მას შემდეგ, რაც ინგლისის 2015 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და იაპონიის საგზური მოიპოვეს, ხოლო
წყნარი ოკეანის სამეული მესამე ადგილებს მიღმა დარჩა, "მსოფლიო რაგბიმ" ევროპისა და ოკეანეთის შესარჩევ ტურნირებში ცვლილება განახორციელა.

ევროპა: 2017-2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ორი წრის ჯამი 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა და საუკეთესო გუნდი (საქართველოს გამოკლებით) იაპონიის პირდაპირ საგზურს იღებს, ხოლო მეორეადგილოსანი (საქართველოს გამოკლებით) ოკეანეთის მესამე გუნდთან პლეი ოფში ერთვება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წრის ჯამში გუნდებს არ ეთვლებათ "ბორჯღალოსნებთან" ჩატარებული მატჩების შედეგები. ანუ, მსოფლიო თასის შესარჩევში პირველობისთვის რუმინეთი (პირველი წრის შემდეგ 15 ქულა), ესპანეთი (13), რუსეთი (9), გერმანია (8) და ბელგია (2) იბრძვიან. ამ უკანასკნელმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში თამაშის უფლება პორტუგალიის ძლევით შეინარჩუნა და მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლაშიც დარჩა.

ოკეანეთი: ოკეანეთის ორწრიანი ტურნირის პირველ ადგილზე დასრულება ფიჯიმ ერთი ტურით ადრე დაიბევა, ხოლო იაპონიის თასის მეორე მფლობელი ერთ კვირაში გაირკვევა. აქ შესარჩევი ეტაპის პირველი წრე შარშან ივნისში ჩატარდა, მაშინ, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" კუნძულები დაუმარცხებლად მოიარეს.

პირველ წრეში ფიჯიმ ტონგა 23:18 და სამოა 26:16 დაამარცხა, ხოლო სამოამ ტონგას 30:10 სძლია. მეორე წრის პირველ მატჩში, 1-ელ ივლისს, ტონგამ სამოას 30:26 სძლია, დღეს გამთენიისას კი ფიჯისთან დამარცხდა - 10:14.

შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე ერთი თამაშია დარჩენილი და მას ფიჯი სამიდან სამი მოგებით (12 ქულა) ლიდერობს; ტონგამ ოთხივე მატჩი მოილია, ფიჯისთან მცირედი მარცხისთვის 1 პრემიალური ქულა ჩაიწერა და ჯამში 6 ქულით ჯერჯერობით მეორეა; სამოას 5 ქულა აქვს და 15 ივლისს ფიჯის მასპინძლობს.

ამ დღეს მსოფლიო თასის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა და სამოას იაპონიის საგზურის მისაღებად ერთი პრემიალური ქულაც ყოფნის.

15 ივლისს მსოფლიო თასის G ჯგუფი საბოლოოდ დაკომპლექტდება და ოკეანეთის მეორე გუნდი ინგლისის, საფრანგეთის, არგენტინისა და აშშ-ს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება მესამე გუნდს, ის იაპონიის საგზურისთვის ევროპის შესარჩევი ზონის მეორეადგილოსანს პლეი ოფში შეერკინება.

პლეი ოფი: ოკეანეთის მესამე და ევროპის მეორე გუნდს შორის გამართული ორრაუნდიანი პლეი ოფის გამარჯვებული იაპონიის საგზურს მიიღებს, ხოლო დამარცხებულს მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი კიდევ ექნება და რეპეშაჟში ჩაერთვება.

ამერიკა: ამერიკის შესარჩევი ზონის პირველი გუნდი ერთი კვირის წინ გაირკვა. აშშ-მ კანადა ორრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა (28:28 სტუმრად და 52:16 შინ) და 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში დაიბევა, ხოლო დამარცხებული კანადა ამერიკა 2-ის საგზურისთვის 2018 წლის იანვარ-თებერვალში ურუგვაის შეხვდება, რომელმაც სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა. ამერიკა 2, ანუ კანადა ან ურუგვაი D ჯგუფში "ბორჯღალოსნების" მეტოქე იქნება, ხოლო დამარცხებული რეპეშაჟში ჩაერთვება.

აფრიკა: აფრიკის შესარჩევი ზონის გამარჯვებული 2018 წელს გაირკვევა, რომელშიც 2017 წლის 6-გუნდა აფრიკის თასის ოთხი მოწინავე გუნდი ითამაშებს. მეორეადგილოსანი რეპეშაჟში ჩაერთვება.

რეპეშაჟი: სულ ბოლო, მე-20 მონაწილე რეპეშაჟის შედეგად გაირკვევა. მასში ზღვისრეთი-ევროპის პლეი ოფის დამარცხებული, ამერიკის შესარჩევი ზონის მესამე გუნდი, აფრიკის შესარჩევი ზონის მეორე გუნდი და აზია-ოკეანეთის პლეი ოფის გამარჯვებულები ჩაერთვებიან. რეპეშაჟი პლეი ოფის სისტემით იმართება და მსოფლიო თასის საგზურს მხოლოდ მისი გამარჯვებული მიიღებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან კილერი ჯგუფია ჩვენისთანა გუნდისთვის მაგრამ ზუსტად ამგვარი ჯგუფებიდან კარგად გამოსვლაა მომავალი წარმატებების საწინდარი და არა ესპანეთთან და გერმანიასთან მოგება
boambe
17:02 08-07-2017
0
მოკლედ ახლების იმედზე ვართ (ძველებთან ერთად) ამ 2 წელიწადში უნდა შეავსონ ნაკრები, რომ ისევ 2 თამაშის მოგება პროგრამა მინიმუმად და მესამაე თამაშის მოსაგებად ვიყოთ მზად....
afxazi
20:00 08-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული