პიშომ ბრიტანულ "ტელეგრაფს" ინტერვიუ მისცა, სადაც მან განაცხადა:
"თუ მხოლოდ ფულზე ვფიქრობთ, მაშინ მსოფლიოს თასზე მხოლოდ 10 გუნდი უნდა გამოდიოდეს. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ამისთვის ხომ არ ვართ? რა თქმა უნდა, არ ვარ გულუბრყვილო და ბიზნესი უნდა გაიზარდოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რაგბი.
მსურს, რომ ექვსი ერის ორგანიზაციამ გაუხსნას კარი საქართველოს, ხოლო რაგბის ჩემპიონატმა
პიშო აგრეთვე მომხრეა, რომ ამერიკის თასზე დაემატოს მექსიკის ნაკრები. მართალია, პიშოს არ დაუსახელებია, როდის შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები მისი მანდატის მოქმედების ვადაში უნდა დაიწყოს. პიშო მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი კიდევ სამი წლის ვადაში იქნება.